მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

რაც უფრო მეტი ფული შემოვა, ახალი დაფინანსების წყაროები გაჩნდება საქართველოში, გაჩნდება მეტი კონკურენცია ბანკებისთვის და მით უფრო შემცირდება დაფინანსების ფასიც - ირაკლი რუხაძე

news image

2025 წელი კარგი წელი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ კარგი წელი იყო საქართველოს საბანკო სისტემისთვის, - ამის შესახებ კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ ეკონომიკურ ფორუმის დაწყებამდე განაცხადა, რომლის თემაც „საფინანსო სექტორი 2025: შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.

ირაკლი რუხაძის თქმით, ეკონომიკის მთავარი დამფინანსებელი დღეს საბანკო სექტორია.

„საქართველოს საბანკო სფერო და ქართული ბანკები არის მთავარი დამფინანსებლები საქართველოს ეკონომიკის. დღე ასეა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს რაღაც ამბავში შეიცვალოს და გაჩნდეს სხვადასხვა დაფინანსების წყაროები, მაგრამ საბანკო სფერო აფინანსებს დღეისათვის საქართველოს ეკონომიკას - ეს არის მთავარი დამფინანსებელი. ამასთან ერთად, არსებობენ სხვადასხვა კერძო ჯგუფები, რომლებიც ასევე აფინანსებენ საქართველოს ეკონომიკას. მე ბანკის ერთ-ერთი თანამფლობელიც ვარ და ასევე სხვადასხვა ბიზნესებში მაქვს ინვესტიცია, და ამიტომ ვიცი, რომ საბანკო სექტორის გარეშე ჩვენ იმის ნახევარიც ვერ გავაკეთებდით, რასაც ვაკეთებთ. ამიტომ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სფერო არსებობს და ასეთი ძლიერია, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ წელი კარგი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის - და წელი ნამდვილად კარგი იყო - ასევე კარგი იყო ქართული ბანკებისთვის“, - აცხადებს რუხაძე.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორმა და მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მეტი ფული მოიზიდოს საქართველოში, რადგან მეტი დაფინანსების წყაროების გაჩენა შეამცირებს დაფინანსების ფასს.

„საერთოდ, მოთხოვნის თემა არის და რაც უფრო მეტი მიმწოდებელი იქნება ფულის, საქართველოს ეკონომიკისთვის უფრო ნაკლები ღირებულება ექნება ამ ფულს. ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ, ვისაც შეგვიძლია, და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობა - შეეცადოს, რომ მეტი ფული მოიზიდოს საქართველოში. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ფული შემოვა, ახალი დაფინანსების წყაროები გაჩნდება, საქართველოში გაჩნდება მეტი კონკურენცია ბანკებისთვის და მით უფრო შემცირდება დაფინანსების ფასიც. უნდა გავაჩინოთ ბევრი ალტერნატიული წყარო საქართველოს ეკონომიკის დაფინანსებისთვის“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

09.01.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1405 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6971 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6982ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1405 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
 კურსი 3.1512 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0107 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა