რატომ მცირდება მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი
საქართველოს ეკონომიკის ზრდის პარალელურად ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მცირდება. მაგალითისთვის, აგრო სექტორის წილი მშპ-ში 9.2%-იდან 7.0%-მდე შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
„ეს ტენდენცია მოსალოდნელი იყო, და ამ მაჩვენებლით საქართველო შესადარი ქვეყნების საშუალო მონაცემს ედრება“, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია ნათქვამი.

საქართველო არის ხილის ექსპორტიორი, ხოლო დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ბოსტნეული, მარცვლეული, ხორცი) წმინდა იმპორტიორი.
ასევე, კვერცხის და რძის ადგილიობრივი წარმოება სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას.
ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ხილისა და ხორცის წარმოება, ხოლო ერთწლოვანი კულტურების, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოება შედარებით მერყევია.
ხილის წარმოებაში წამყვანია ყურძენი, ატამი და ვაშლი. აქედან ყურძენი ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ატამი და ვაშლი წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია. მზარდია ასევე ხილის იმპორტიც, რომელიც 2016-2022 წლებში გაორმაგდა და 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის ზრდა ძირითადად იმ პროდუქტებზე მოდის, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად ბანანი, ავოკადო, ტროპიკული ხილი.
ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზე. ეს პროდუქტები შერჩეულია საქართველოში ამ კულტურის წარმოების მაღალი ზრდის პოტენციალით და ევროკავშირის იმპორტის ზომის მიხედვით. ამასთან, სოფლის მეუორნეობის განვითარების სააგენტო ამ კულტურების განვითარების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს.
წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია, შედეგად საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია.
ბოსტნეულის ქვე-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სათბურების განვითარება წარმოების სეზონურობის გათვალისწინებით და შესანახი მეურნეობების განვითარება პროდუქტის ვარგისიანობის გასახანგრძლივლებლად.
2022 წელს მარცვლოვნების მოხმარებამ 1,000 მლნ კგ შეადგინა, საიდანაც 370.5 მლნ კგ ადგილობრივი წარმოება, ხოლო დანარჩენი იმპორტი იყო, ჯამურად 96.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ხორბალი ძირითადად ფქვილის მისაღებად გამოიყენება და მისი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2022 წელს 22%-ს შეადგენდა. შედარებით მაღალია თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი სიმინდის შემთხვევაში და ის 62%-ს შეადგენს.
სექტორში არსებული 2,700 კომპანიიდან მხოლოდ 7 არის მსხვილი და 32 საშუალო ზომის, რაც სექტორის გამსხვილების პოტენციალზე მიუთითებს. ბიზნესის ზრდის პოტენციალი მაღალია ყველა ქვესექტორში, როგორც შინამეურნეობების ჩანაცვლების, ასევე კომპანიების გამსხვილების და ახალი საწარმოების შექმნის ხარჯზე. სექტორის ბრუნვის 50.7% მოდის მეცხოველეობის დარგზე, 16.7% მრავალწლოვან კულტურებზე, 12.5% ერთწლოვან კულტურებზე, 7.3% აკვა კულტურაზე, ხოლო დანარჩენი 12.8% დამხმარე მომსახურებებზე.
ამასთან, სხვადასხვა სახელმწიფო პროიგრამების გათვალსიწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია. დღეის მდგომაროებით, სექტორისთვის მთავარი გამოწვევებია ეფექტურობის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
საქართველოს სოფლის მეურნეობა ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით. მცირე მეურნეობებისთვის რთულია მაღალტექნოლოგიური ბიზნესის წარმოება, რაც, შესაბამისად, ამცირებს მოსავლიანობას. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს, რომ ბიზნესი ბევრად უფრო ეფექტურია. საშუალო მოსავლიანობის გაზრდისათვის საჭიროა სექტორში ინვესტიციები მიზნობრივი კულტურების მიხედვით, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორედ შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიურობის მისაღწევად.
„საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის მთელი რიგი საკითხებთან ერთად კრიტიკულად მნიშვბნელოვანია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის სწორედ შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
სხვა სიახლეები
სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია - ვახტანგ ცინცაძე
16.04.2026.15:05
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, სსფ-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანა 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური მიმოხილვის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021-2025 წლებში, პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით მეოთხე ადგილზეა. აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია აისახა იმ პროგნოზებშიც, რომლებსაც 2026-2031 წლებისთვის სსფ აქვეყნებს. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდშიც საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.6-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ქვეყნების საშუალო მონაცემი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გადააჭარბოს.
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.