მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თეთრი სიის მიდგომა გადაიხედოს - მინისტრის შეფასება

news image

„მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან და კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას, რაც ქვეყნის განვითარების საფუძველია. ქვეყანაში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და გავქვს გარკვეული პრობლემები შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ სწორი სისტემა თუ როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის''-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინსიტრმა, რევაზ სოხაძემ საავტორო რუბრიკაში “ბიზნეს ინსაიდერი საქართველო” ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგულარულად ტარდება შეხვედრები, სადაც მხარეები აზრებსა და პრობლემურ საკითხებს ცვლიან. მათ შორის გამოყო ბოლო შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან და სამინისტროს გუნდთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, რის გამოც აუცილებელია გადასვლა ახალ სტანდარტებსა და მიდგომებზე.

,,გვინდა ჩამოვაყალიბოთ კომუნიკაციის სწორი სისტემა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და ერთ-ერთი ამ მიმართულებით არის ე.წ. თეთრი სია, რომელის პრინციპის გადახედვაზე მიღებულია გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შევისწავლეთ თუ რა პროექტებს ვმართავთ და რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით. გვაქვს ცუდი მაგალითები იმისა , როდესაც ავანსი არის გაცემული საკამოდ დიდი ოდენობით და ვალდებულებები არ არის შესრულებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ქვეყანა მსგავსი რისკებისგან, რათა სახელმწიფომ რეალურ ფასად მიიღოს შესაბამისი პროდუქტი“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამშენებლო ნორმების მოსაწესრიგებლად უკვე გადადგმულია რეალური ნაბიჯები, სამუშაოებში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და უახლოეს პერიოდში ქვეყანას ექნება ახალი ევროკოდები და ის ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელებენ მშენებლობის დროს.

,,ნამდვილად არ არის სწორი, როდესაც დღეს, პროექტების განხორციელების დროს 1982-83 წლებში მიღებული ნორმებით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, კომუნიკაცია ბიზნესთან იქნება ძალიან აქტიური. ჩემი, როგორც მინისტრის და ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის სახელმწიფო ინტერესის დაცვა. ბევრი ხარვეზია, მათ შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან დაშვებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფომ მიიღოს ის ხარისხი რა ხარისხიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. მოვუწოდებ კომპანიებსაც , რომ მათაც ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ, სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა უბრალოდ ვერ შედგება’’-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილს ყიდის

23.09.2025.17:00

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 062.8 ტონა. შესაბამისად საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-იან ზრდას აჩვენებს.

2025 წლის 8 თვის მაჩვენებლებით ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ თხილი გაყიდა:

  • იტალია - 1 179.3 ტონა;
  • ესპანეთი - 1 171.2 ტონა;
  • საფრანგეთი -  540.3 ტონა;
  • რუსეთი - 413.4 ტონა;
  • გერმანია - 382.9 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა