მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

რატომ გააძვირეს ბანკებმა ფიზიკური პირების გადარიცხვებზე საკომისიო - ალექსანდრე ძნელაძე

news image

კომერციულმა ბანკებმა მომსახურების ტარიფების ცვლილება დააანონსეს. მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის, არასრულწლოვანებისთვის, გადარიცხვებზე საკომისიო გაძვირდება.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ცვლილება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის საფუძველზეც, 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან ბანკთაშორის და საბიუჯეტო გადარიცხვებზე მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვარი დაუწესდა.

„ბანკების გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური ზღვრების დაწესების გამო, რის შემდეგაც გადარიცხვების საკომისიოები დაკორექტირდა. კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ ტრანზაქციაზე დაკორექტირდება შეიძლება იწვევდეს გაძვირებას, მაგრამ უფრო მიმართულია ფიქსირებულ საკომისიოებზე გადასვლაზე და მაქსიმალური ზღვრების დაწესებაზე. ცვლილების შესახებ ჯერჯერობით რამდენიმე ბანკმა განაცხადა, თუმცა მთელ სექტორზე გავრცელდება, ვინაიდან ყველა ბანკისთვის შემოვიდა რეგულაცია და ადრე თუ გვიან, გადარიცხვებზე ტარიფების კორექტირება მოუწევთ", - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia-თან.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს ხარჯზე დაფუძნებული ტარიფების მიდგომის შემოღებას, კონკურენციის ხელშეწყობასა და ბანკთაშორისი გადარიცხვების ბარიერების შემსუბუქებას.

ცვლილება ამ ეტაპზე არ შეეხება კომუნალური გადასახადების მომსახურების საკომისიოს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სებ-თან არსებული დავების კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს განხილული დავების თითქმის 80% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა l ნათია თურნავა

18.05.2026.14:43

2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის ბანკებს შორის დავებს. 

„2025 წლის მდგომარეობით, კომისიამ მიიღო 158 საჩივარი. აქედან 111 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა 1 მილიონ ლარს. გადაწყვეტილი დავების 78 პროცენტი მომხმარებლებისთვის სასარგებლოდ დასრულდა. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების მოცულობამ შეადგინა 412 000 ლარი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გასულ წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაზე. მათ შორის, დამტკიცდა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

„დამატებით, კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა დაცვის მიზნით, 2025 წლის 1 მაისიდან ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის რეფინანსირებისას წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2 პროცენტიდან 0.5 პროცენტამდე შემცირდა. ცვლილებების შედეგად შემცირდა ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას", - დასძინა ნათია თურნავამ და მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს კანონში შესული ცვლილების გამო, რომლის თანახმად დავის საგანი 100 000 ლარამდე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა