მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

რას წერს S&P Global Ratings-ი Eagle Hills-ის ინვესტიციაზე საქართველოში

news image

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - "სტაბილურზე" შეინარჩუნა. სააგენტოს განმარტებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. 

S&P Global Ratings-ის შეფასებაში, აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ კვლავ მდგრადობა შეინარჩუნა და 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. ამასთან, S&P Global Ratings-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.4%-ით გაიზრდება (აგვისტოს მიმოხილვის თანახმად სააგენტოს მიერ პროგნოზირებული იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა 2026 წლის ჭრილში). ხოლო, ხოლო 2027 მოსალოდნელია 4.8%-იანი ზრდას, კერძო მოხმარების ნორმალიზების ფონზე.

სააგენტოს საბაზისო სცენარი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის  ინვესტიციას, რომლის მოცულობა დაახლოებით 6 მილიარდ აშშ დოლარამდეა (მშპ-ის დაახლოებით 15%) შეფასებული. თუმცა, მისი განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და საშუალოვადიანი ნდობისთვის, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) და სამშენებლო აქტივობის ზრდისათვის.

S&P Global Ratings-ის შეფასებით საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია. ამასთან, ფისკალური მაჩვენებლები კვლავ მყარია. ამასთან, ინფლაციური წნეხი მცირდება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა ზომიერად მკაცრი რჩება. სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ეტაპობრივად დაახლოვდება. 

,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფინანსური საჭიროებები სრულად დაიფარება საშინაო სესხებისა და გარე დაფინანსების კომბინაციით, ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მაგალითად, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს ხელსაყრელ ვალის სტრუქტურას", - აღნიშნულია S&P Global Ratings-ის მიერ.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო თვეებში საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაიზარდა და წლიურად დაახლოებით 38%-ით მოიმატა, დეკემბერში კი რეკორდულ ნიშნულს 6.2 მილიარდ აშშ დოლარს  მიაღწია. ამასთან ხაზგასმულია, რომ საქართველოს საბანკო სისტემა რჩება მომგებიანი და კარგად კაპიტალიზებული, ფლობს ძლიერ ლიკვიდობის ბუფერებს, ახასიათებს მყარი საკრედიტო ზრდა და ეფექტიანი საზედამხედველო კონტროლი.

S&P Global Ratings-ის მიხედვით, ინფლაცია გასული წლის განმავლობაში თანმიმდევრულად იზრდებოდა და 2025 წელს საშუალოდ 3.9% შეადგინა, რაც ძირითადად საბაზო ეფექტებითა და სურსათის ფასების ზრდით იყო განპირობებული. სააგენტო 2026 წელს 3.5%-იან ინფლავიას პროგნოზირებს. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P: ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს

07.02.2026.12:13

როგორც გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

S&P Global ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მკვეთრად, წლიურად დაახლოებით 38%-ით გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ მაქსიმუმს, 6.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, დაგროვება ასახავს ფაქტორების ერთობლიობას, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ 2.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი წმინდა უცხოური ვალუტის შესყიდვებს, ოქროს აქტივების ღირებულების ზრდას, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას და ფულადი გზავნილების შემოდინებას.

თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონით, ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, სტაბილურ საკრედიტო ზრდით კვლავ მომგებიანი რჩება გონივრული ზედამხედველობის ფარგლებში.

აქტივების ხარისხი მაღალია, ხოლო უმოქმედო სესხები 2025 წლის ნოემბერში დაბალ, 2.6%-იან დონეზე შენარჩუნდა.

“ჩვენი ხედვით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მმართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიმოხილვაში.

S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3.5% იქნება. ხოლო საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა