რას ყიდის საქართველო ევროკავშირის ბაზარზე
2023 წლის 7 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 448,578.32 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 7,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ამ ბაზარზე ექსპორტზე 485,256.01 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.
2023 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მადნები და სპილენძის კონცენტრატებია, რომელზედაც მთლიანი ექსპორტის 45%-ი მოდის. მეორე ადგილზეა სასუქები, ხოლო მესამეზე ეთილის სპირტი.
ტოპ-10 პროდუქტი რასაც საქართველო ევროკავშირის ბაზარზე ყიდის:
სხვა სიახლეები
ამ პროექტს სახელმწიფოსთვის არავითარი რისკი არ ახლავს - მარიამ ქვრივიშვილი "იგლ ჰილსის" პროექტზე
17.11.2025.22:36
ჩვენს ქვეყანაში დღეს შემოდის უდიდესი, უმსხვილესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დეველოპერული კომპანია "იგლ ჰილსი", რომელსაც უამრავი პროექტი აქვს მსოფლიოში გაკეთებული, ამ პროექტს არ ახლავს თან სახელმწიფოსთვის არავითარი რისკი, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს.
მარიამ ქვრივიშვილი იმ მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრობს, რომლებიც "იგლ ჰილსმა" ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელა.
"ამ პროექტს არ ახლავს თან სახელმწიფოსთვის არავითარი რისკი და განვმარტავ მოგვიანებით თუ რატომ. როდესაც მე აღვნიშნე, რომ კარგი იქნება თავიდან დავიწყოთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს შემოდის უდიდესი, უმსხვილესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დეველოპერული კომპანია "იგლ ჰილსი", რომელსაც უამრავი პროექტი აქვს მსოფლიოში გაკეთებული, მათ შორის ჩვენ ვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ლატვიაში, სერბეთსა და სხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ შორის იმაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ თავად ამ კომპანიის დამფუძნებელი ბატონი მუჰამედ ალაბარი, რომელიც არის მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანი დეველოპერული სექტორის მიმართულებით, თანაავტორია და თავად არის ავტორი ისეთი პროექტების, მათ შორის, როგორიც არის დუბაიში ბურჯ ჰალიფა - მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა და ა.შ.
პირველ რიგში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოდის უმსხვილესი და უდიდესი რეპუტაციის მქონე კომპანია - ეს ერთი. მეორე - ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს კომპანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახორციელებს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციას - 6.5 მილიარდი ამერიკული დოლარი. მესამე - რა იქმნება აღნიშნული ინვესტიციით, იქმნება ორი უმნიშვნელოვანესი ახალი პროექტი გონიოსა და დედაქალაქში, რომელიც ფაქტობრივად სრულიად ახალი დანიშნულების ადგილს შექმნის ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.