რას მოიაზრებს ცვლილება სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით - მარიამ ქვრივიშვილის განმარტება
რეალობაში ეს არის მთავრობის დადგენილება, რომელიც პირიქით, ამკაცრებს არსებულ სავიზო რეგულაციებს, - ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის „გახსნას“ შეეხებოდა.
„სიმართლე გითხრათ ერთის მხრივ ალბათ უხერხულიც არის ამ თემაზე საუბარი, იმდენად არასერიოზულია და უხერხულია. სამწუხაროდ ჩვენთვის ეს არ არის ახალი. ხშირად გვინახავს, როდესაც ხდება ინფორმაციის არასწორად მიტანა საზოგადოებამდე. ხდება გამიზნული ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. დღევანდელი მაგალითიც არის არის ნათელი დასტური, თუ რამდენად ხშირად გვიწევს დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
საქმე რეალობაში როგორ არის? რეალობაში ეს არის მთავრობის დადგენილება, რომელიც პირიქით, ამკაცრებს არსებულ სავიზო რეგულაციებს. შსს-ს მიერ ინიციირებული მთავრობის დადგენილება ეხმაურება ჩვენს მთავარ პრიორიტეტს, რაც გახლავთ საქართველოში არალეგალური მიგრაციის შეზღუდვა. იცით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან ხისტი პოლიტიკა ამ მიმართულებით და ზოგადად სწორი ბალანსი, თუ როგორ გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, მაგრამ ამავდროულად უზრუნველვყოთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკით არალეგალური მიგრაციის მინიმუმამდე დაყვანა.
სწორედ ეს არის მთავრობის დადგენილების გამკაცრების წინაპირობაც, იმისთვის, რომ საქართველოში და საქართველოსადმი გაზრდილი ინტერესის კვალდაკვალ არ მოცდეს ჩვენს ქვეყანაში არალეგალური მიგრაცია. შესაბამისად გამკაცრდა არსებული მთავრობის დადგენილება და არა თუ გაიხსნა ვითომდაც ჩვენი საზღვრები ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისადმი. შესაბამისად კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არამც და არამც არ იხსნება ქვეყნის საზღვრები. არავინ აძლევს უვიზო მიმოსვლას ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს. პირიქით ეს ეხება აღნიშნული სავიზო რეგულაციის და საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რომელიც ემსახურება ამ სწორი ბალანსის დაცვას, რაც გულისხმობს ქვეყნის არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას. და მეორეს მხრივ სხვა, საემიგრაციო პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას“, - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ ყველა ავიარეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან - მარიამ ქვრივიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.17:43
გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან ბევრ სპეკულაციას მინდა გავცე პასუხი, „და რა?“. ის, რომ ყველა რეისი ფაქტობრივად სრული დატვირთვით ჩამოდის, - ასე უპასუხა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ოპონენტების განცხადებებს, რომელიც ამბობენ, რომ ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და „მერე რა?“.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო განაგრძობს იყოს მოთხოვნადი მიმართულება.
„ძალიან რთული პერიოდი იყო ერთის მხრივ ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, გაერკვიათ ტყუილ-მართალი. როდესაც კიდევ ერთხელ და ჩვენდა გასაკვირად გვიწევს ამდენი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიარული, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩვენ ვიძახით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ იმ სტატისტიკას, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. ჩვენ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ კვარტალში არ გვქონდა არც ერთი ინდიკატორი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია თითქოს და იყო გაჩერებული და იყო უკუსვლა. პირიქით, პირველი კვარტალი იყო ისტორიული წარმატებების პერიოდი, პირველ სამ თვეში შემოვიყვანეთ British Airways-ი, easyJet-ი, შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი, რომელმაც პირდაპირი ფრენები დაიწყო ციურიხიდან. ასევე დაგვემატა Transavia საფრანგეთიდან.
დღეს ვხედავთ, რომ საქართველო განაგრძობს იყოს მოთხოვნადი მიმართულება. ჩვენ უნდა განვმარტოთ ავიაკომპანიები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი უყურებენ მოთხოვნას პირველ რიგში საქართველოში მოგზაურობის კუთხით. ისინი ნახულობენ მათი ქვეყნებიდან რამდენად დიდია მოთხოვნა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან იმისთვის, რომ ტრანზიტულად მგზავრები წამოიყვანონ. British Airways-ის, easyJet-ის, Edelweiss-ის, Transavia-ს შემოსვლა პირველ რიგში ეს არის აღიარება საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის მდგრადი და სტაბილური განვითარების და ტურიზმის სექტორის.
გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან ბევრ სპეკულაციას მინდა გავცე პასუხი, „და რა?“. ის, რომ ყველა რეისი ფაქტობრივად სრული დატვირთვით ჩამოდის. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის ავიაკომპანიების წარმომადგენლების ოფიციალური განმარტებები. მათ შორის British Airways-ის. მე ვიცი, რომ, თქვენ გქონდათ ინტერვიუ. როდესაც ჩვენ პირველი რეისი გვქონდა მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველომ გადააჭარბა ყველა მოლოდინს, მათ შორის ავიაბილეთების რეალიზების კუთხით, მოთხოვნის კუთხით. ჩვენ ყველა რეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან სხვადასხვა სექტორში და შესაბამისად, მე პირიქით მინდა, რომ სიხარულით ვთქვა, რომ ყველა რეისის საშუალო პროპორცია და განაწილება მგზავრების არის 70/30-ზე. 70/30-ზე იგულისხმება, რომ თუ ავიღებთ British Airways-ს 70% ეს გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 30%-ი შეიძლება იყოს ნარევი სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებიც. დიახ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად არის დაფუძნებული დივერსიფიკაციაზე. ჩვენ გვინდა მეტი პირდაპირი ფრენა,ერთის მხრივ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან წვდომა, მაგრამ მეორეს მხრივ გაზრდილი ავიამიმოსვლები, ახალი ავიაკომპანიები, ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ისევე როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში და საქართველოს მიღმა იმოგზაურონ პირდაპირი ფრენებით, მაგრამ ამავდროულად დაბალანსებული საფასო პოლიტიკით“, - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.