როგორია საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო ურთიერთოებები
უნგრეთიდან იმპორტი ზრდას, ხოლო ექსპორტი ასევე ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უნგრეთიდან 32,189.30 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 24,413.58 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 32%-ის დონეზეა.
2025 წლის 4 თვის მაჩვენებლებით უნგრეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება უნგრეთში ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უნგრეთში 1,030.87 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,006.54 ათასი დოლარის. ზრდა 2%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთში ყიდის:
სხვა სიახლეები
2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი
13.12.2025.02:33
"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.