მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.3
0.0057
flag
AZN 1.5841
0.0011
flag
CNY 37.817
0.0018
flag
EUR 3.1473
-0.0029
flag
GBP 3.6387
-0.0063
flag
KZT 49.92
-0.0006
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6939
0.0019

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო თურქეთიდან

news image

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თურქეთიდან  1 556 177.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 522 987.4 ათასი დოლარის. ზრდა 2%-ია. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველო თურქეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით წამლებს ყიდულობს.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 97 340.8 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 66 720.6 ათასი დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 59 382.0 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 53 019.2 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 35 624.4 ათასი დოლარი;

რაც შეეხება თურქეთში ექსპორტს 32%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თურქეთში 196 244.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის 7 თვეში კი 286 877.9 ათასი დოლარის. საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მაისურებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის: 

  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 47 363.2  ათასი დოლარი;
  • ელექტროენერგია - 18 385.6 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 17 702.5 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 12 735.0 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 12 584.2 ათასი დოლარი;
  •  
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 33%-ი ყაზახეთიდან შემოვიდა

11.09.2025.17:00

საქართველოში ყაზახური ხორბალი თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება, 2025 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, საქართველომ ყაზახეთიდან 16 843.5 ათასი დოლარის ღირებულების 71 107.3 ტონა ხორბალი იყიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2024 წლის 7 თვეში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი დაფიქსირებული არ არის.  2024 წელს ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში განხორციელდა და საანგარიშო პერიოდში საქართველომ ყაზახეთიდან 1 610.0 ტონა ხორბალი იყიდა. 

რაც შეეხება 2025 წლის მაჩვენებლებს, თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი მოცულობით ყაზახური ხორბლის იმპორტი მაისში დაფიქსირდა - 20 779.7 ტონა. 

იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 33%-ი სწორედ ყაზახეთიდან შემოვიდა. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 218 214.1 ტონა ხორბალი იყიდა, რაშიც 56 067.2 ათასი დოლარის გადაიხადა. 2024 წლის 7 თვეში ხორბლის იმპორტი 134 293.3 ტონას შეადგენდა. საქართველოსი ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. 

ქვეყნები, სადაც საქართველო ხორბალს ყიდულობს:

რუსეთი - 147 105.5 ტონა;

ყაზახეთი - 71 107.3 ტონა;

ავსტრია - 0.5 ტონა;

გერმანია - 0.5 ტონა;

იტალია - 0.2 ტონა;

აშშ - 0.1 ტონა;

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ 326 486.1 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2023 წელს ხორბლის იმპორტი 222 061.2 ტონის დონეზე იყო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა