მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

როგორია სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის - სტატისტიკა

news image
mbc image

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თურქეთიდან  1 556 177.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 522 987.4 ათასი დოლარის. ზრდა 2%-ია. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველო თურქეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით წამლებს ყიდულობს.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 97 340.8 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 66 720.6 ათასი დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 59 382.0 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 53 019.2 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 35 624.4 ათასი დოლარი;

რაც შეეხება თურქეთში ექსპორტს 32%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თურქეთში 196 244.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის 7 თვეში კი 286 877.9 ათასი დოლარის. საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მაისურებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის: 

  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 47 363.2  ათასი დოლარი;
  • ელექტროენერგია - 18 385.6 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 17 702.5 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 12 735.0 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 12 584.2 ათასი დოლარი;
  •  
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დაზღვევის გარეშე დღეს ეკონომიკა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ მუშაობს - დავით ონოფრიშვილი

04.11.2026.22:28

დაზღვევის გარეშე დღეს ეკონომიკა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ მუშაობს, - ამის შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.

„დაზღვევის სფერო მნიშვნელოვანი სფეროა, ფინანსური სფეროა და, ცხადია, მსოფლიოში დიდი ყურადღება არის მიქცეული ამ სფეროზე, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. დაზღვევა ბევრად ადრე იყო, ვიდრე ბანკები არსებობდნენ, ისე, საზოგადოებამ რომ იცოდეს, და ბევრ ქვეყანაში დაზღვევის მიერ არის დაფუძნებული ბანკები. ასე რომ, ეს უძველესი სფეროა და, ცხადია, დაზღვევის გარეშე დღეს ეკონომიკა არ მუშაობს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. ჩვენთანაც დაიძრა და ციფრები თქვენ უჩვენეთ მოსახლეობას, რომ დაზღვევის სფერო არის მზარდი და ეს გასაგებია, იმიტომ რომ რეზერვი და რესურსი საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია.

ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის თავისებური ზედამხედველი, რეგულატორი, რომელიც რეგულაციას უწევს დაზღვევის სფეროს. მე უფრო მარტივად ასე ვადარებ, რომ მოსახლეობამ, უფრო მაყურებელმა, გაიგოს: როგორც ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო სექტორს, საბანკო სფეროს, არის კანონი, გამოსცემს შესაბამის თავის ნორმატიულ აქტებს, რითაც რეგულირებას უწევს საბანკო სისტემას, ასევე სადაზღვევო სფეროში უმეტეს ქვეყნებში, თითქმის ყველგან, არის სადაზღვევო რეგულატორი ან, თუ რეგულატორის დონის არა, სადაზღვევო ზედამხედველი, რომელიც ასევე უშვებს კანონზე დაფუძნებულ შემდგომ შესაბამის რეგულაციებს თავის სფეროში.

დაზღვევის ზედამხედველობებს აქვთ თავიანთი დიდი მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიოს ზედამხედველთა ასოციაცია, რომელიც ყოველწლიურად ხვდება წლიურ შეხვედრაზე, მაგრამ, გარდა ამისა, ის ძალიან აქტიურად მუშაობს ფაქტობრივად ყოველთვიურად. შექმნილია კომიტეტები, ერთ-ერთი კომიტეტის წევრი მეც გახლავართ. სამი კომიტეტია სულ და ამ ასოციაციის მიერ ხდება მსოფლიო დაზღვევის განვითარების პერსპექტივების განხილვა, მიმდინარე პრობლემები რა არის. შემუშავებულია უამრავი დოკუმენტები, მათ შორის მთავარი არის ICP - ძირითადი პრინციპები დაზღვევის, რომელიც თამაშის წესებია ამ ასოციაციის მიერ შემუშავებული, რომელსაც ყველა ქვეყანა გარკვეულწილად უნდა დაექვემდებაროს. დაძალებით არავინ დაგაძალებს, მაგრამ როცა სხვა ამ წესებით თამაშობს, შენ თუ არ ითამაშებ, შენ თამაშგარემოხდები და ეს წესები არის დემოკრატიული და მისაღები ზოგადი პრინციპები. ამის შემდეგ უკვე თვითონ კანონმდებლობას ყველა თავის ქვეყანაში თვითონ აკეთებს.

და აი, ამ დიდ ასოციაციას აქვს 200-ზე მეტი იურისდიქცია, სადაც ზედამხედველობა ვრცელდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა შტატშია თავისი ზედამხედველი, ანუ ერთი ფედერალური დონის ზედამხედველი არ არის. ამიტომ 51-ივე შტატში, როცა გუბერნატორის არჩევნები არის, ის ირჩევს, მაგალითად, ზედამხედველს. ასე რომ, სხვა ქვეყნებშიც არის ესეთი შიდა განაწილებები და ჯამში 200-მდე იურისდიქციაა. და რადგანაც ყველა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, არის აღმასრულებელი კომიტეტი, 30-35 ადამიანია. ხუთი ქვეყანა პირდაპირ არის - საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია და სხვები არის მონაცვლეობით. და ყველა კონტინენტს აქვს თავისი ორი ადგილი დაახლოებით: აფრიკიდან 2 წევრია, ლათინურ ამერიკიდანაც ორი წევრია, ჩინეთს, იაპონიას პირდაპირი წევრობა აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთ შტატს აქვს და თვითონ ირჩევენ, რომელი ხუთი იყოს, და იქაც მონაცვლეობაა. და ევროპაში ამ ხუთი წევრის გარდა თვითონ ევროკავშირს აჰყავს საზედამხედველო დონე. და დანარჩენი მთელი ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპა, ამიერკავკასია, ცენტრალური აზია - 28 ქვეყანაა და 28 ქვეყანაში ორი კვოტა არის და იმ კვოტაში ვარ საქართველოდან. საქართველოს არ აქვს, მე ამირჩიეს. მეორე არის სლოვენიელი კოლეგა. 2 წელი ვიყავი და ახლა კიდევ შემდგომ არჩევაზე მეორედაც ამირჩიეს. ეტყობა, მთლად ცუდად არ მიმუშავია.

საქართველო პატარა ბაზარია, მოგეხსენებათ. შედარება ახლა რომელიმე ევროპის ქვეყანასთან შეუდარებელია, თან განვითარების თვალსაზრისითაც განვითარებადი ქვეყნების სტატუსით ვართ იქ, ნახევარი იმ 200-დან და 100 ეგეთია. მაგრამ ზოგადად ჩვენი მცდელობა რაში დაინახეს? რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად საერთაშორისო დონეს მივუახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობა, ქცევები, მოთხოვნები, იგი მიმართულებები, რაც არის ახლა დიჯიტალიზაცია, გაციფორვნება. იქაც ჩვენ ვღებულობთ ნორმატიულ აქტს შესაბამისად. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ ძირითად ფორუმებში, იმიტომ რომ იქ აქცევენ ამას ყურადღებას.

ახლახანს ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყო წასული ბაზელში. საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა იყო საზედამხედველო ნაწილზე და ახალ მიდგომებზე და მიიღო მონაწილეობა იქ გარკვეულ დებატებში. მე ვმონაწილეობ, ჩემი მოადგილეები და ამას აქცევენ ზოგიერთი, არ დავასახელებ ქვეყანას, ზოგი მეზობელი და ზოგი ახლო მეზობელიც დიდად არ აქტიურობს. და გარდა ამისა, ჩვენ, ჩვენ თვითონაც ვატარებთ. თბილისში ჩავატარეთ დიდი შეხვედრა 2 წლის წინ, ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის, ბათუმში ჩავატარეთ. ცხადია, ამას ყველაფერს ყურადღება ექცევა და როცა ნახავენ, ნახულობენ ამ აქტიურობას და უკვე როცა დგას, ვინ უნდა წარმოადგინოს რეგიონიდან აღმასრულებელ კომიტეტში, იქ უკვე ამას, ცხადია, ანგარიშს უწევენ. და როცა დავაყენე ჩემი კანდიდატურა პირველად 2 წლის წინ, მაშინ დამიჭირეს მხარი, მაგრამ ახლა საერთოდ ერთხმად დამიჭირეს მხარი, ანუ კანდიდატიც აღარ დააყენა არცერთმა ქვეყანამ.

უნდა ვთქვათ, რომ 10 ევროკავშირის ქვეყანაა მათ შორის, კანდიდატი ყველა ქვეყანა ევროკავშირის, 11-ივე, და მათ შორის იქ შედის ისრაელიც, თურქეთიც, უკრაინა და ამერკავკასია, შუა აზია. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა ასეთ დიდ ფორუმებში, იმიტომ რომ არის გადაწყვეტილებები და მსოფლიოს რეალურად სტრატეგია მუშავდება, შემუშავება ხდება იმ რეალური პრობლემატურობიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიო დაზღვევის სფეროშია, თუ როგორ მოხდეს. მთავარ პრობლემას მაინც ვიტყვი, რასაც აქცევს ყველა ქვეყანა: ცდილობს, რომ სადაც დაუზღვეველი არავინ არ უნდა დარჩეს, რა მიმართულებაც არ უნდა იყოს, სადაც შესაძლებელია, მიეწოდოს დაზღვევის პროდუქტი, ანუ რომ ჩაიკეტოს ეს და ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, დაზღვეული იყოს“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა