როგორია საქართველოში Range Rover-ის ავტომობილების სტატისტიკა
2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში Range Rover-ის მარკის ავტომობილების რაოდენობამ 8 383 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა ქვეყანაში 7 567 ერთეული იყო. Range Rover-ის მარკის ავტომობილების შედარებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება თბილისში.
Range Rover-ის მარკის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
Range Rover არის ბრიტანული პრემიუმ SUV (Sport Utility Vehicle), რომელიც მზადდება Land Rover–ის მიერ - ბრენდი, რომელიც მიეკუთვნება Jaguar Land Rover ჯგუფს. მისი შექმნის მიზანი იყო ავტომობილის გაერთიანება ისეთივე კომფორტული, როგორც სალონი ავტომობილი და ისეთივე გამძლე, როგორც კლასიკური ოფროუდი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა - რევაზ სოხაძე
30.10.2026.09:50
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„კორუფციაზე და კორუფციულ რისკებზე უკვე, მგონი, ზედმეტიც არის საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით ყველასთვის ცხადია. გადადგმული ნაბიჯებიც ადასტურებს, მგონი, საქართველოს მთავრობის მკაფიო პოზიციას ამასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სექტორში მომუშავე კომპანიები თუ ნებისმიერი აქტორი ამას გრძნობს, თუ რამდენად ხისტი დამოკიდებულებაა ჩვენი მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ.
რაც შეეხება ზოგადად პროცესის გაჯანსაღებას, ეს არის დაწყებული შესყიდვების კანონმდებლობიდან, შესყიდვების ფორმიდან, სატენდერო პირობებიდან გამომდინარე. ამის ცვლილებით თუ რა ნაბიჯებიც გადავდგით ჩვენ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაჯანსაღებულიყო და კიდევ უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო. გამჭვირვალეობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის.
ხაზი მინდა ერთ რამეს გავუსვა, რომ ჩვენთვის, და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც. კარგი, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების შექმნის ხელშეწყობა. ეს იქნება საგზაო მიმართულებით თუ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას სჭირდება ასეთი კომპანიები, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი და რთული პროექტები განახორციელოს.
თქვენ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდით, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები არის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ძლიერი კომპანიები არის ამის ერთ-ერთი გარანტი. პროფესიონალური კადრების გაზრდა, რის ნაკლებობასაც ჩვენ ნამდვილად განვიცდით დღეს ქვეყანაში, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება ტექნიკური პროფესიების განვითარებას.
ის განათლების რეფორმა, რომელსაც დღეს მთავრობა ახორციელებს, ამოგლეჯილი რეფორმები არ არის. ეს არის მთლიანი ხედვა ქვეყნის განვითარებისა, როდესაც, ერთი მხრივ, შენ განათლების რეფორმას ახორციელებ, რომლის მიზანიც ზუსტად ის არის, რომ დეფიციტური პროფესიები, მათ შორის, ერთ-ერთი მიზანია, რომ დეფიციტური პროფესიები გახდეს უფრო მოთხოვნადი და დააფინანსო ამ მიმართულებით ახალგაზრდები და ასეთი კადრები გაზარდო.
მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული სექტორის გაძლიერება, რომ შემდგომში ეს ახალგაზრდები უკვე თავისუფლად დასაქმდნენ ამ სექტორში და ხელი შეუწყონ უკვე ამ სექტორის ზრდას. ეს ყველაფერი არის კომპლექსური ხედვის ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, განვითარდეს და ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.