მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

რამდენმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 7 თვის სტატისტიკა

news image

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 96 970 399.00 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სტატისტიკით შემოსავალი 102,822,973.00 ლარის დონეზე იყო. კლება 6%-ის დონეზეა. 

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2025 წლის 7 თვეში საქართველოს დერეფანი 277 058 სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 179,432,915.50 ლარი შეადგინა.

თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში იმპორტირებული ლუდის 32%-ი ქვეყანაში გერმანიიდან შემოდის

21.08.2025.15:00

საქართველოში ლუდის იმპორტი 31%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 13 686.9 ათასი დოლარის ღირებულების 11 866 844 ლიტრი ლუდი იმპორტი განხორციელდა. 2024 წლის 7 თვის სტატისტიკით კი ლუდის იმპორტმა ქვეყანაში 9 091 019 ლიტრი შეადგინა. 

ლუდის იმპორტმა ზრდა ზაფხულის დადგომასთან ერთად მოიმატა. უფრო კონკრეტულად, თუ იანვარში ქვეყანაში 972 756 ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა უკვე ივნისში იმპორტმა 2 466 460 ლიტრი შეადგინა, ხოლო ივლისში 3 049 159 ლიტრი.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ლუდის მთავარი იმპორტიორი გერანიაა. სწორედ მასზე მოდის იმპორტის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის ლუდის იმპორტს ახდენს:

  • გერმანია - 3 814 754 ლიტრი;
  • რუსეთი - 1 694 878 ლიტრი;
  • თურქეთი - 1 293 011 ლიტრი;
  • ნიდერლანდები - 994 187 ლიტრი;
  • უკრაინა - 808 135 ლიტრი;
  •  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა