მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

რამდენმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 6 თვის სტატისტიკა

news image

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 83 050 696.00 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სტატისტიკით შემოსავალი 87,284,688.00 ლარის დონეზე იყო. კლება 5%-ის დონეზეა. 

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს დერეფანი 237 288 სატვირთომ გადაკვეთა.

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 179,432,915.50 ლარი შეადგინა.

თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები სადაც საქართველომ ნესვი იყიდა

18.07.2025.19:00

საქართველოში ნესვის იმპორტი 11%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 237.7 ტონა ნესვი იყიდა, რაშიც 95.8 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში 268.2 ტონა ნესვის იმპორტია დაფიქსირებული. საქართველოში იმპორტირებული ნესვის 50%-ი ირანზე მოდის.

TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ნესვი იყიდა:

  • ირანი - 117.7 ტონა;
  • თურქეთი - 114.2 ტონა;
  • ნიდერლანდები - 5.7 ტონა;

რაც შეეხება ნესვის ექსპორტს, აქ 64%-იანი კლებაა. 2025 წლის ხუთ თვეში საქართველომ ექსპორტზე 37.6 ათასი დოლარის ღირებულების 23.9 ტონა ნესვი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ნესვის ექსპორტი 66.7 ტონის დონეზე იყო. ექსპორტის 100%-ი სომხეთშია განხორციელებული. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა