მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

რამდენმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 4 თვის სტატისტიკა

news image

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 53 მლნ ლარს აჭარბებს.

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2025 წლის იანვარ-აპრილში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 53,386,776.00 ლარი შევიდა. არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ იანვარ-აპრილში საქართველოს დერეფანი 152 534 სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 179,432,915.50 ლარი შეადგინა.

თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ერთ გუნდად უნდა ავაშენოთ ძირითადი ყველა ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანა გავხადოთ თვითკმარი - „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე

11.12.2025.08:41

მთავრობის გადაწყვეტილებით, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში ჩართულ ყველა კომპანიას ჯარიმა კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება.

კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაშა იორდანიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჰაერივით ესაჭიროებოდა დარგს. 

„ჩვენ ერთად, ერთ გუნდად უნდა ავაშენოთ აუცილებლად ძირითადი ყველა ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანა გავხადოთ თვითკმარი.

ჩვენ გვქონია არაერთი მაგალითი, როდესაც წარმატების ლელო გაგვიტანია და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები შეგვიყვანია ექსპლუატაციაში მაშინ, როდესაც ერთიანად, ერთ გუნდად ვმუშაობდით“, - აღნიშნა ლაშა იორდანიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა