რამდენმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 2026 წლის იანვრის სტატისტიკა
2026 წლის იანვარში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 10 976 357.00 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში სტატისტიკით შემოსავალი 13,625,159.00 ლარის დონეზე იყო. კლება 19%-ის დონეზეა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2026 წლის პირველ თვეში საქართველოს დერეფანი 31 361 სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
საგულისხმოა, რომ 2025 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 171 286 748.00 ლარი შეადგინა. კლევა 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 5%-ია.
2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 179,432,915.50 ლარის დონეზე იყო.
თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა
26.02.2026.13:00
2026 წლის პირველი თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 5 946.3 ათასი დოლარის ღირებულების 1 039.5 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 1 309.7 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 21%-ით არის შემცირებული.
იანვრის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 39%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა: