მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

რამდენი Ferrari-ს მარკის ავტომობილია დღეს საქართველოში რეგისტრირებული - საქსტატის მაჩვენებლები

news image

დღეისათვის ქვეყანაში ოფიციალირად რეგისტრირებულია Ferrari-ს მარკის 82 ავტომობილი. 

საქსტატის ინფორმაციით, Ferrari-ს მარკის ავტომობილების ყველაზე დიდი კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება - 85%.

მას ასე რეგიონების მიხედვით Ferrari-ს მარკის ავტომობილების გადანაწილება ასეთია:

თბილისის - 70

იმერეთი: 5

აჭარის არ: 3

ქვემო ქართლი: 2

კახეთი: 1

სამეგრელო-ზემო სვანეთი: 1

რაც შეეხება Ferrari-ს მარკის ავტომობილების მოდელებს, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული განაწილება ასეთია:

  • 296 GTB,"17" 
  • 296 GTS,"8" 
  • SF90 STRADALE,"7" 
  • F8 TRIBUTO,"7" 
  • ROMA,"3" 
  • 12CILINDRI,"3" 
  • F500-RS3,"3" 
  • 458 SPIDER,"2" 
  • CALIFORNIA,"2" 
  • F 149,"2"  
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მასშტაბის ცენტრი იქნება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - მარიამ ქვრივიშვილი

16.09.2025.19:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო.

ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული, ან დასკვნით ფაზაშია - მიმდინარეობს გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სარწყავი სისტემის და სკვერის, ბილიკების, მწვანე საფარის და გარე განათების სამუშაოები. პროექტის თანახმად, ასევე მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების სისტემის და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შენობის გარე პერიმეტრზე და ა.შ. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობის პროცესი და შესრულებული სამუშაოები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური სივრცე იქნება.  

„ტექნოლოგიური ჰაბი უნიკალური სივრცე იქნება, სადაც თავის მოიყრის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, იმუშავებს სასწავლო პროგრამები - საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა. შედეგად, საქართველოს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სივრცე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციური  პროდუქტების მხარდასაჭერად. ეს იქნება რეგიონული მასშტაბის და მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში განთავსდება რამდენიმე მიმართულების ლაბორატორიები, ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი.  ლაბორატორიებისთვის საჭირო დანადგარების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ნაწილი უკვე დასაწყობებულია, ხოლო ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა