მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

რაჭაში რთველი დაიწყო - რეგიონში 2 000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან

news image

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში რთველი დაიწყო.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 120 ტონა ყურძენი; აქედან, 110 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე (აღნიშნული ჯიშების ყურძნისგან მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“).

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2025-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც სადაც 6 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 214 ათასამდე ტონა ყურძენი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორები - ვინ არიან მფლობელები

09.10.2025.17:00

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-სთვის ოფიციალური წერილის საფუძველზე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა:

  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

(იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)

ვინ არიან მფლობელები: 

შპს ლუკოილ-ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/02/2002. დღეისათვის ლუკოილ-ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება LUKOIL INTERNATIONAL GMBH, FN 134399X /ავსტრია/. კომპანიის დირექტორია რომან პეტრაშოვი.

შპს რომპეტროლ საქართველო - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/12/2005. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი. /ნიდერლანდები/. დირექტორთა საბჭოს     თავმჯდომარე - ერიკ საგიევი, წევრი - აბი ზივსი, წევრი- ადრიან ტოჰანეან. ფინანსური დირექტორი - კურმანგაზი ტურლიკოვი, გენერალური დირექტორი - ნურჟან ტაშიმოვ.

სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ნუგზარ აბრამიშვილი, წევრი: ლევან ფხაკაძე. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილი ხორავა.

შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/2010. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Energy Investment Venture Holdings /აშშ/.  სან პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი /აშშ/.

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია. დირექტორი - ნოდარ ყანჩაველი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა