რა სიახლეები ელოდებათ დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს და რა ღირს ამ ტერიტორიებზე მოხვედრა
ბოლო წლებში საქართველოს დაცული ტერიტორიები არა მხოლოდ ბუნების მოყვარულთათვის, არამედ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პოლიტიკის შედეგად, ეკოტურიზმის განვითარება დინამიკურად მიმდინარეობს – კეთილმოწყობილია ბილიკები, რეგულარულად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და იზრდება ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის მქონე ვიზიტორზე მორგებული შემეცნებით-გასართობი სერვისია დანერგილი. ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ისიამოვნონ ზიპ-ლაინით, თოკების პარკით, ბაიკ-ლაინით; კოლხეთის ეროვნულ პარკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბანს წარმოადგენს, შესაძლებელია გაისეირნოთ კაიაკით, პონტონით ან ნავით. ლაშქრობის მოყვარულებს, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ხვდებათ მარკირებული, კეთილმოწყობილი ბილიკები ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (კოტეჯები, საცეცხლურები, საკარვე ადგილები);
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, ბესიკ კუსიდის განცხადებით, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, წალკის კანიონს, თბილისის ეროვნულ პარკსა და მტირალას ეროვნულ პარკს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ვიზიტორებისთვის სიალხლეების შეთავაზებას. მიმდინარე წელს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ბირთვისის კანიონის ბუნების ძეგლის მიმდებარედ, ასევე თბილისის ეროვნულ პარკში.
თბილისის ეროვნულ პარკში, კერძოდ საბადურისა და ზედაზნის უბნებზე, ეკოტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, 2 პროექტი ხორციელდება:
I - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის ეროვნული პარკის ზედაზნის უბანზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 3 ტურისტული კოტეჯი; მოეწყო საპიკნიკე სივრცე; მოინიშნა 141 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკი. ინვესტიციის მოცულობა 5 590 000 ლარს შეადგენს.
II - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, თბილისის ეროვნული პარკის საბადურის უბანზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდა ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, მოინიშნა 55 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი. მიმდინარეობს ფანჩატურების, საკემპინგე და საკარვე ადგილების, გარე ბუხრის და ძელსკამების, შშმ პირებზე ადაპტირებული საპირფარეშოების, დაახლოებით 200 ავტომობილზე გათვლილი საავტომობილო და ველო პარკინგისა და 10 ლოკაციაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ბავშვთა გასართობი და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას. ინვესტიციის მოცულობაა 7 200 000 ლარი.
დაცული ტერიტორიების სააგენტო, კერძო სექტორთან თანამშრომლობით (შპს „ეკოტური“), ბირთვისის კანიონის ბუნების ძეგლის მცირე ნაწილზე ახორციელებს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს. ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, ბირთვისის კანიონზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმა, 3 დაკიდებული ხიდი, საქანელა, კოტეჯები, ვია ფერატა და ზიპლაინი. ბირთვისის ეკოტურისტული სივრცის ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონ ლარს აღემატება.
2024 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 223 კმ-ით გაიზარდა ბილიკების სიგრძე და ჯამში 2,271 კმ-ს მიაღწია. ახალი ბილიკები მოეწყო ერუშეთის (115 კმ), ბორჯომ-ხარაგაულის (54 კმ), კინტრიშისა (27 კმ) და მტირალას (27 კმ) დაცულ ტერიტორიებზე.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, კი, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონების განვითარებაში - იზრდება დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი, უმჯობესდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების პირობები.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა დაცულ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია უფასოდ. საფასო პოლიტიკა განსაზღვრულია მხოლოდ რამოდენიმე დაცული ტერიტორიისთვის:
დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასები:
6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან
6-18 წლამდე 5,5 ლარი
მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 20 ლარი.
ნავით გასეირნება - 20 ლარი.
ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 20 ლარი.
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 20 ლარი.
პრომეთეს მღვიმე
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 12 ლარი.
ნავით გასეირნება -13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 25 ლარი.
ნავით გასეირნება - 20 ლარი.
სათაფლია
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმე
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 12 ლარი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე - ხის ნახშირი "თაკარა"
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
15.05.2025.16:01
2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 4 თვეში გადმორიცხულია 1,082.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად - 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.