მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

რა შესაძლებლობებს აძლევს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურა - ლევან მოსეშვილის განმარტება

news image

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აეროპორტი დიდი ბორტების მიღებასაც შეძლებს.

როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, ეს მართლაც ისტორიული მომენტია, როდესაც ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

„ეს მართლა ისტორიული ფაქტი და ისტორიული მომენტია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება რომ, ამ მასშტაბის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს ავიაციაში. რას ნიშნავს ეს? სტრატეგიულად ქუთაისის აეროპორტი მდებარეობს საქართველოს ცენტრში. ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრი შეძლებს ადვილად მიაღწიოს აღმოსავლეთ. რაც ზრდის მის მოქნილობას. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იზრდება ჩვენც გვაქვს იმის განცდა და იმის მოლოდინები, რომ უფრო დიდი ფართომასშტაბიანი და ფართო ფუჟელაჟიანი საჰაერო ხომალდები მივიღოთ, რასაც თავის მხრივ, სჭირდება უფრო დიდი ინფრასტრუქტურა, უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურა.

დღესდღეობით შეზღუდულები ვართ და საშუალო გაბარიტის მქონე საჰაერო ხომალდებს ვიღებთ და ვემსახურებით, მაგრამ უკვე დაწყებული არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად ახალი ასაფრენ - დასაფრენი ზოლის, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ეს იქნება f კოდის ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, რაც საქართველოში მართლა პირველად გვექნება ამ მასშტაბის და ამ პარამეტრების მქონე ასაფრენი ზოლი. რაც ნიშნავს, რომ მივიღებთ უფრო ფართო ფუჟელაჟიან, დიდ გაბარიტიან საჰაერო ხომალდებს, რომელიც თავის მხრივ, უფრო მეტ მგზავრს ჩამოიყვანეს. ტვირთებსაც მივიღებთ და მოვემსახურებით. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სატვირთო ტერმინალი არ გვაქვს და გვაქვს ეს პერსპექტივაში, რომ სატვირთო ტერმინალის თემაც განვავითაროთ და სატვირთო გადაზიდვებიც გავაკეთოთ“. - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზოგადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნაა.

„ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვითარდება ეს ინფრასტრუქტურა არის ზუსტად ის, რომ მგზავრთან ერთად ტვირთის მიღება და მომსახურებაც შევძლოთ შეზღუდვის გარეშე. ხაზი მინდა გავუსვა შეზღუდვის გარეშე. შესაძლებელია დღეს უფრო პატარა გაბარიტების მქონე ასაფრენ- დასაფრენ ზოლზე დიდი თვითმფრინავიც მივიღოთ, მაგრამ შეზღუდვებით. რაც დაკავშირებულია ნაკლები მგზავრი, ნაკლები ტვირთის ჩამოსვლასთან, წონა მცირდება. ჩვენ კიდე შეზღუდვებს მოვხსნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს გრუნტის ექსკავაცია, გრუნტის გამაგრება. თითქმის 3000 მეტრზე არის სამშენებლო პროცესი გაშლილი. სამშენებლო პროცესს აწარმოებს კომპანია ანაგი. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ამ კომპანიასთან. ჩვენი პარტნიორია აგრეთვე საქაერონავიგაცია. საქაერონავიგაცია ჩვენთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს, რომელიც პარალელურ რეჟიმში აღჭურვავს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც იმას ნიშნავს რომ უფრო უსაფრთხო გარემოს შევუქმნით თვითმფრინავებს. უსაფრთხოება კიდევ ავიაციაში ერთ-ერთი პირველი კომპონენტია, რაც უფრო მიმზიდველია ავიაკომპანიებისთვის“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების სრულად დასრულება მომავალ წელს იგეგმება.

„IATA-ს დახმარებით შედგა აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა ე.წ მასტერ-პლანი და ამ მასტერ-პლანის მიხედვით მიმდინარეობს განვითარება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, ინფრასტრუქტურა, ასევე ეწყობა ახალი სადრენაჟე არხები, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და საერთოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსულ ნალექებს მოაცილებს ტერიტორიიდან და აარიდებს, რომ ინფრასტრუქტურა მუშა მდგომარეობაში შევინარჩუნოთ. საერთო ჯამში 17 კმ-ის ნაგებობა შენდება და 17 კილომეტრი ძალიან დიდი მასშტაბური სამუშაოებია. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ყოველ კვირაში ჩავდივართ. ადგილზე ვეცნობით პროგრესს და მინდა აღვნიშნო რომ ძალიან წარმატებულად ვახორციელებთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენ სრულად ახალი ინფრასტრუქტურა გვექნება, მივიღებთ ახალ დიდ გაბარიტიან საჰაერო ხომალდებს. გვაქვს იმის პრეტენზიაც, რომ ვიყოთ, გვერქვას ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში“- აცხადებს ლევან მოსეშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა - ნათია თურნავა

30.05.2025.11:49

დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმაპანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სავაჭრო დაძაბულობამ - რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და გაართულა ფასებისა და საფინანსო სტაბილურობის შენარჩუნება. ამან ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა, რათა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ გამოწვევებით სავსე გარემოში," - ამის შესახებ ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მუდმივად უწევს გამოწვევებთან გამკლავება. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც გამოწვევად რჩებოდა, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.

 

საქართველოში დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის სახით თანხვედრა რამდენიმე წელია ნარჩუნდებარაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. თუმცა კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, და ამდენად, საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე," - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

 

საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართებაპანელური დისკუსიების ფარგლებში  კონფერენციის მონაწილეები გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა