რა შეიცვლება ბაზარზე თუ ლიბერთის და ბაზისბანკის გარიგება შედგა - ირაკლი რუხაძე
თუ ლიბერთის და ბაზისბანკის გარიგება შედგა ეს იქნება მესამე ბანკი საქართველოში, რომელიც არის ორჯერ უფრო დიდი ვიდრე დღევანდელი მესამე ბანკია აღნიშნულის შესახებ ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირაკლი რუხაძემ ექსკლუზიურად Business Insider Georgia-სთან განაცხადა.
,,მემგონი ძალიან კარგია იმიტომ რომ გაჩნდება მესამე ბანკი საქართველოში, რომელიც არის ორჯერ უფრო დიდი ვიდრე დღევანდელი მესამე ბანკია და მარტივად რომ აგიხსნათ ეს რას ნიშნავს, მაგალითად შეეძლება რომ უფრო დიდი, ისეთი სესხები გასცეს, რომლის გაცემის უფლება დღეს ლიბერთის არ აქვს. ამ ორი ბანკის გაერთიანება უფრო დიდი იქნება და უფრო მეტი კაპიტალი ექნება, გაფართოვდება და შეძლებს მაგალითად გაერთიანებული ბანკი ისეთი რაღაცების გაკეთებას, რომელსაც დღეს ვერ აკეთებს, რაც ნიშნავს კონკურენციის გაზრდას ბაზარზე - ეს კარგია ეკონომიკისთვის, კარგია ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.16:13
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა, ეკონომისტ გოგა ხიშტოვანს ფეისბუქ პოსტზე უპასუხა, სადაც ხიშტოვანი ეკონომიკის დაკრედიტების გამოთვლის მისეულ ვერსიაზე საუბრობს. დავით უტიაშვილის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
„სალამი გოგა. ჩვენთვის მნიშნველოვან საკითხს ეხება პოსტი და აქვე გიპასუხებთ, მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მისცეს.
საკრედიტო ტენდენციების შეფასებისას „ნაკადების“ დინამიკაზე დაყრდნობა ხშირად შეცდომაში შემყვანია. კერძოდ, ახალი გაცემული სესხებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული ვალის რეფინანსირებაა და მისი გამორიცხვის გარეშე არასწორ სურათს გვაძლევს როგორ დაკრედიტდა რეალური ეკონომიკა.
ამიტომ, მიღებულია უშუალოდ პორტფელის ნაშთის ზრდაზე დაკვირვება. ამ კუთხით, აპრილის მდგომარეობით, სესხების წლიური ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა. დაახლოებით მსგავსი სურათია უშუალოდ 2025 წლის პირველი 4 თვის ზრდის ტემპის გაწლიურებისას.
ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ გასული წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებული 18%, თუმცა ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაციის პარალელურად, სესხების ზრდის ტემპის ასეთი ნორმალიზაცია მოსალოდნელია. ამასთან, სესხების შეფარდებით მშპ-სთან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში. ასეთ პირობებში, დამატებით კიდევ წლიური 15.5% ზრდა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საკმაოდ ძლიერი და მდგრადი მაჩვენებელი. სწორედ ამის ხაზგასმაა ჩვენს რელიზებსა და საჯარო კომუნიკაციაში“.