მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

რა სატარიფო პოლიტიკა დაუწესა აშშ-მ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს

news image

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოვლისმომცველი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის აშშ-ში იმპორტზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოსთვის დაწესებულია 10%-იანი ტარიფი. ასევე მინიმალური, 10%-იანი ტარიფებია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც: სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის. ასევე 10%-იანი ტარიფია დაწესებული თურქეთისთვის. 

ყველაზე მაღალი, 50%-მდე ტარიფები დაუწესა ტრამპმა ​ლაოსს, მადაგასკარს, კამბოჯას, მიანმარს. უფრო კონკრეტულად: კამბოჯა 49%, შრილანკა - 44%, მადაგასკარი - 47%, მიანმარი - 44%, ლაოსი - 48%, სირია - 41% და სენტ პიერი და მიკელონი - 50%.

20%-იანი ტარიფი დაუწესდა ევროკავშირს.

10%-იანი უნივერსალური ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდება, საპასუხო ტარიფები კი 9 აპრილიდან.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან და აკრიტიკებენ.

ისინი თეთრის სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ადეკვატურ ზომებს მიიღებენ.

„გამოცხადებულ ტარიფებს საპასუხო ზომებით შევეწინააღმდეგებით. მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად. და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - თქვა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.

„ტარიფების დაწესება არასწორია, რადგანაც ამან, შესაძლოა, სავაჭრო ომი გამოიწვიოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად, რათა თავიდან ავიცილოთ სავაჭრო ომი, რომელიც აუცილებლად დაასუსტებს დასავლეთს სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

„ტარიფებს არანაირი ლოგიკა არ აქვთ და ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ერის პარტნიორობის საფუძვლებს. ეს არ არის მეგობრის ქმედება“, - თქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანიზმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას საქონლის იმპორტზე ტარიფი დაუწესა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

18.04.2026.11:00

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2026 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით.

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში:

პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი (14,2%), რესტორნები და ღამისთევის მომსახურება (8,1%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (6.0%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5.5%), დასვენება, სპორტი და კულტურადასვენება, სპორტი და კულტურა (5,5%), ტრანსპორტი (4.8%), ჯანმრთელობის დაცვა (4.2%),  განათლება (2.5%), დაზღვევა და საფინანსო მომსახურება (2,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.7%).

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (-4,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-3,3%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,2%),

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა