რა საკითხებზე იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" იმსჯელეს. კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირება და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა წარმოადგენს. მისივე თქმით, მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საკითხები ისე უნდა წარიმართოს, რომ მომხმარებლებს არ შეეზღუდოთ და კვლავაც შეძლონ აღნიშნული სადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიით სარგებლობა.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ანაზღაურებისგან გათავისუფლების დღეისათვის არსებული შეღავათი. მის ნაცვლად კომისიას უფლებამოსილება ექნება დაადგინოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები.
სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსი 2018 წელს ამოქმედდა და იგი სრულად არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან და მის მოთხოვნებთან. მისივე თქმით, კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე პრაქტიკამ გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „ინოვაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, ცვლილებების მიზანს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა წარმოადგენს.
მისივე თქმით, ცვლილებების პროექტი ახალ ინიციატივებს, საგადასახადო შეღავათების დაწესებას და ახალი სტატუსების შემოღებას ითვალისწინებს.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტებით, ქვეყანაში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება იგეგმება.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.19:43