მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

რა პოტენციალი აქვს საქართველოს საჰაერო სივრცეს და როგორ ხდება ფრენების დაგეგმვა - საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილის შეფასება

news image


საქართველოს დიდი ტრანზიტული პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ავალიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, პოტენციალთან ერთად მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი კადრები და ცოდნა იმისთვის, რომ ტრაფიკის მომსახურება მოხდეს.

„სერიოზული ტრანზიტული პოტენციალი გვაქვს ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე. ამ ტრანზიტულ პოტენციალთან ერთად რა თქმა უნდა საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამდენ საჰაერო ხომალდს მოვემსახუროთ, საჭიროა პროფესიონალი კადრები, რომელიც 24 საათის რეჟიმში ამ საქმით არიან დაკავებული. ეს საქმე ძირითადად ის არის, რომ როგორც კი საჰაერო ხომალდი გადმოკვეთს საქართველოს საჰაერო სივრცის საზღვარს იგი ექვემდებარება საქაერონავიგაციის ავიამეთვალყურის მითითებებს და მის გარეშე კონტროლირებად საჰაერო სივრცეში არანაირ ქმედებას არ ახორციელებს, თუ რა თქმა უნდა ექსტრემალური ვითარება არ არის. ამავდროულად, ავიამეთვალყურის ძირითადი ფუნქცია არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეჯახების თავიდან არიდება. რადარი, რომ გავხსნათ ვნახავთ ძალიან პატარა საჰაერო სივრცეში უამრავი თვითმფრინავია. შესაბამისად, იმის გარდა, რომ ჩვენ უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ, ამავდროულად ამ თვითმფრინავების დროული და ეფექტური გადაადგილება უნდა მოვახდინოთ, ვინაიდან არ მოხდეს დაგვიანება და ის განრიგი, რაც არის დადგენილი იყოს შენარჩუნებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას ქაოსი.
ალბათ, ბევრ აეროპორტში გინახავთ ერთი პატარა რაღაცა, რომ აირევა მერე იმდენი Delay მიდის და ისეთი ქაოსია ალბათ დალაგებას აეროპორტის ზომიდან გამომდინარე დღეები, ან თვეები სჭირდება, რომ ის განრიგი, რომელიც წინასწარ იყო დადგენილი დალაგდეს. ყოველთვის სააერნაოსნო მომსახურების ბრალი არ არის ხოლმე. უამრავი ბრალეულობა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ არამარტო უსაფრთხოების ასპექტზე, არამედ სხვა ასპექტებზეც ვზრუნავთ და ეს კომპლექსური საკითხია“, - აცხადებს ზურაბ ავალიშვილი.

როგორც საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ განმარტა, A პუნქტიდან B პუნქტში ფრენის დაგეგმვისას ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ხდება, თუმცა საქართველოს საჰაერო სივრცე და ზოგადად ეს დერეფანი ყველაზე ოპტიმალურია.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ავიაკომპანია რომელიც აზიიდან გეგმავს ფრენას ევროპაში, მან უნდა შეავსოს საფრენოსნო გეგმა. საფრენოსნო გეგმა არის მექანიზმი, რითაც ის ქვეყნები რომლის თავზეც უნდა გადაიფრინოს ამ ტრანზიტულმა ფრენამ იგებენ, რომ ეს ფრენა უნდა განხორციელდეს. არის სპეციალური პროგრამა, ავიაკომპანიებს აქვთ სპეციალური პროგრამები, რომელშიც ის A პუნქტიდან B პუნქტს უთითებს და უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით ის აგებს ოპტიმალურ მარშრუტს. ამ ოპტიმალური მარშრუტის შედგენისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დავუშვათ მანძილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე თითოეული ქვეყნის მომსახურების საფასური და ბოლოს ჯამს აკეთებს. ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია ამინდი. იმ პერიოდში რა ამინდი არის მოსალოდნელი. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ კარგ ადგილას ვიმყოფებით - აზიასა და ევროპას შორის ეს დერეფანი.

ამიტომ, დიდწილად ძალიან ბევრ ქვეყნებს შორის, A და B პუნქტს შორის ჩვენი საჰაერო სივრცე ყველაზე მოკლე მანძილია. ეს არის სუფთა ტექნიკური ასპექტი, ამას მოჰყვება პოლიტიკური ასპექტიც. რამდენად დაძაბულობაა იმ რეგიონში, რამდენად უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, საავიაციო კუთხით რამდენად შეფასებულია ის ადგილი და რამდენად იცავენ სტანდარტებს და რამდენად მიყვებიან ყველა რეკომენდაციას და მითითებას. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია“, - ამბობს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საქართველო ავოკადოს იმპორტს - იანვარ-აპრილის სტატისტიკა

22.05.2025.19:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 19%-ით მეტი ღირებულების ავოკადო იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველომ 1,861.77 ათასი დოლარის ღირებულების ავოკადო იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,562.17 ათასი დოლარის.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის ავოკადოს ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 4 თვეში 1,376.53 ათასი დოლარის ღირებულების 398.10 ტონა ავოკადო შემოვიდე. რაც მთლიანი ღირებულების 74%-ია.

აღნიშნული მაჩვენებლებით ირკვევა, რომ იმპორტირებული ავოკადოს საერთო ღირებულების 74%-ი ქვეყანაში სწორედ ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

2025 წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 5 ბაზრიდან დაფიქსირდა:

  • ნიდერლანდები - 1,376.53 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 414.20 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 37.26 ათასი დოლარი;
  • ლიბანი - 33.68 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 0.09 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტმა წლიურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებლებს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანამ 4,451.98 ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა