რა მოცულობის ტვირთნაკადს მოემსახურა საქართველოს რკინიგზა - საქსტატის I კვარტალის მაჩვენებლები
2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 6.8 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.4 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.0 პროცენტი — ტრანზიტზე.
2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.1 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.9 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2025 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 25.8 პროცენტი).
2025 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 9.1 პროცენტისას — სომხეთი, 8.0 პროცენტისას — ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 70.1 პროცენტი).
2025 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის1 განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.2 პროცენტი — თურქეთი, 9.7 პროცენტი — ნიდერლანდები, 5.3 პროცენტი — უკრაინა, 3.8 პროცენტი — ჩინეთი, 3.3 პროცენტი — რუმინეთი, 2.5 პროცენტი — იტალია, 0.8 პროცენტი — აშშ, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 3.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.3 პროცენტისას — თურქეთი, 2.2 პროცენტისას — საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 17.8 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2025 წლის I კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 55.3 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 27.1 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 7.4 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (49.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (18.5 პროცენტი), ძირითადი ლითონები (7.1 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (6.6 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (5.1პროცენტი) და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.2 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (29.1 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (6.7 პროცენტი).
2025 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 79.8 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (33.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.8 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (18.2 პროცენტი).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.19:00
ხელოვნურ ინტელექტს შრომით ბაზარზე გავლენა ექნება, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
სოსო გიორგაძის თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის სამუშაოებზე, თუმცა მისვე განმარტებით „პროგრესი მუშახელს არ ამცირებს“.
„შრომით ბაზარზე დიდი ალბათობით მას ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვითარებას. ყველაფერი თავის დროზე, დაწყებული ჩარხით, ტრაქტორით, ან სხვა ნებისმიერით, რაც ტექნოლოგიური გაუმჯობესება იყო ქმნიდა გარკვეული მუშახელის გაქრობის საშიშროებას. ასეთი რისკი ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად შეამცირებს სამუშაო ადგილებს. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტული ტიპის სამუშაო სფეროზე, აღარ იყოს საჭირო ადამიანური მუშახელი კონკრეტულ სეგმენტში, მაგრამ პროგრესი მუშახელს არ ამცირებს. სამუშაო ადგილები დიდი ალბათობით უფრო გაიზრდება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით მუშახელი შესაძლოა აღარ იყოს საჭირო.
ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა იყოს პრაგმატული, მათ შორის სახელმწიფო დონეზე, ისე როგორც ბიზნესის დონეზე. წარმოიდგინეთ არსებობს ძალა, რომელსაც თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ, კონკურენტები აუცილებლად გამოიყენებენ. შესაბამისად ისინი წინ იქნებიან, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას და უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომას. არამხოლოდ ინფორმაციაზე წვდომას, არამედ ინფორმაციის სწრაფ ანალიზს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი არაფერი არ იცის, რაც ადამიანმა არ მოიფიქრა. მაგრამ ერთი, ან თუნდაც 100 ადამიანისგან განსხვავებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წვდომა ჰქონდეს უფრო მეტ ინფორმაციაზე და უფრო სწრაფად გადაამუშაოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაცია მოახდინოს ხელოვნურ ინტელექტთან იმისთვის, რომ კონკურენციას არ ჩამორჩეს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.