მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

საქართველო წლიურად 50 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებს

news image

საქართველოს წლის განმავლობაში 50 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებს, - ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მოპოვებული ნავთობის გადამუშავება ხდება ადგილზევე. 

„ძირითადად ნავთობისა და გაზის მოპოვება ხდება ძველი საბადოებიდან. ჯამურად წელიწადში ეს არს 50 ათასი ტონა. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად საქართველოში მუშავდება ნედლი ნავთობი, შესაბამისად მისი პროდუქტები როგორიც არის ბენზინი და დიზელი ადგილობრივი წარმოებისაა. ანუ მთლიანად ჩვენი ლიცენზიანტები, გადამამუშავებელი ქარხნები ამას ამუშავებენ. და პარალელურად ახლა მიმდინარეობს დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 3 მლნ ტონას გადაამუშავებს წელიწადში“, - აღნიშნა გოგა ტატიშვილმა.

მისივე თქმით, ახალ ქარხანას მთლიანი მოხმარების დაკმაყოფილება შეუძლია.

„ახალი ქარხნის შემთხვევაში მთლიანად დააკმაყოფილებს და დარჩება ასევე საექსპორტო მოცულობებიც“, - აღნიშნა მან. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ექცევა ინტელექტუალური საკუთრების კომპეტენციის სფეროში - „საქპატენტის“ თავმჯდომარე

13.06.2025.13:00


ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ექცევა ინტელექტუალური საკუთრების კომპეტენციის სფეროში,  - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ განაცხადა. რომელმაც აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით ხელოვნური ინტელექტი თუ კი რამეს ქმნის, ეს არის დაფუძნებული ცოდნაზე და უფრო მეტად ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციის წვდომაზე. 

საქპატენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს ტექნოლოგიის ყველა სფეროზე.

„პირველ რიგში, როგორც ტექნოლოგია, საპატენტო მიმართულება, გამოგონება, სიახლე სწორედ ინტელექტუალური საკუთრებაა. მეორეს მხრივ, ხელოვნური ინტელექტის განხილვა, საავტორო უფლებების გარეშე წარმოუდგენელია. იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტის ძირითადი სისტემა შეიმეცნოს, მიიღოს და გაანალიზოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, ეს არის მისი მთავარი ძალაც და ინფორმაციული წყაროც. აქედან გამომდინარე წვდომა ამ ინფორმაციაზე ნიშნავს წვდომას სხვის საავტორო უფლებებზე. რომ ამის შემდეგ მისი ანალიზი ბუნებრივია ნიშნავს გამოყენებას, მე არ ვლაპარაკობ პლაგიატზე, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანია მთელს მსოფლიოში და ასე გაგრძელდება ძალიან დიდხანს, სხვადასხვა კონტექსტში განიხილება, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვისი ნაწარმოების არა მხოლოდ მხატვრული ნაწარმოების, არამედ სამეცნიერო ლიტერატურის, რაც პრაქტიკულად მილიონობით დოკუმენტზე საუბარი, თუ არა მილიარდობით დოკუმენტზე, რაც ხელოვნურ ინტელექტს აქცევს ძლიერად, უნდა ხდებოდეს ანაზღაურება საავტორო უფლებების. ჰონორარის გადახდა უნდა ხდებოდეს. თუმცა მეორე მხარეა, რომელიც ამბობს, რომ თუ ჩვენ გვინდა ტექნოლოგიური პროგრესი და თუ ჩვენ გვინდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძინოს უფრო მეტი ძალა, მას ცხადია უნდა ჰქონდეს მეტ ინფორმაციაზე წვდომა. საქმე იმაშია, რომ რა თქმა უნდა დღევანდელი მდგომარეობით ხელოვნური ინტელექტი თუ კი რამეს ქმნის, ეს არის დაფუძნებული მის ცოდნაზე და უფრო მეტად წვდომაზე პრაქტიკულად ყველა ინფორმაციაზე, რაც კი ინტერნეტშია განთავსებული. მარტივ მაგალითს ვიტყვი, თუ კი ჩვენ დავავალებთ ხელოვნურ ინტელექტს დაწეროს მოთხრობა, ავიღოთ ერნესტ ჰემინგუეის ერთ წინადადებიანი მოთხრობას, მსოფლიოში ცნობილი ამბავია, როდესაც იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი, რომელიც ერთ წინადადებიან უნიკალურ მოთხრობად ითვლება, ამას თუ ჩავწერთ მას შეუძლია დაწეროს 100 გვერდიანი მოთხრობა. რა თქმა უნდა ის ჰემინგუეის გარდა გამოიყენებს, მაგალითად, ედგარ პოს, მარკ ტვენს ან სხვას და დაწერს მოთხრობას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გარდა იმისა, რომ ის იყენებს სხვის საავტორო უფლებას აუცილებლად არის განსხვავებულიც. ის კოპირებას არ ახდენს. აბსოლუტურ კოპირებას ის არ ახდენს და ხელოვნური ინტელექტის უნიკალურობა, ის რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ მას უზარმაზარი მომავალი აქვს და ეს ნამდვილად ასეა, მას შეუძლია დაწეროს მოთხრობა, გამოიყენოს სხვისი შინაარსი, მაგრამ არ მოახდინოს კოპირება.

რა თქმა უნდა ის სხვის საავტორო უფლებებს იყენებს, მაგრამ დარღვევის შეფასება ძალიან რთულია და გარდა ამისა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საავტორო უფლებების გარდა ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს ტექნოლოგიის ყველა სფეროზე, მეცნიერების ყველა სფეროზე და არამხოლოდ ამ ნაწილში“, - ამბობს სოსო გიორგაძე. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა