მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღო Eagle Hills-მა საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება - თორნიკე ზირაქიშვილის განმარტება

news image

ეს არის კომპანია, რომელზეც არსებობს კონკურენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ჩვენი მსგავსი სააგენტოები უკვე გვეკითხებიან, როგორ მოხდა, რომ ასეთი ზომის, ასეთი რეპუტაციის და დიდი გეგმების მქონე კომპანია შემოვიდა ქვეყანაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემაში Business Insider Georgia, სტუმრობისას Eagle Hills Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, საქართველოში Eagle Hills-ის შემოყვანასა და ზოგადად ინვესტორთან მოლაპარაკებაში სააგენტო აქტიურად იყო ჩართული. ზირაქიშვილის თქმით, Eagle Hills-მა საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება შედარებით მოკლე პერიოდში მიიღო.

„აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი სააგენტოს ფუნქცია. ამაში ჩართული იყო სახელმწიფო და სხვადასხვა დონის პირები - ვინც მოახერხა, რომ ეს პროექტი მოვიდა ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი როლი ვითამაშეთ. მათ შორის, ეს მოიცავდა არა ერთ ტექნიკურ და მაღალი დონის ვიზიტს, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, მოინახულეს ლოკაციები, გაეცნენ საინვესტიციო გარემოს, საგადასახადო გარემოს. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მიწის საკითხს ან ბიზნეს გარემოს, ყველაფერი იქნა შესწავლილი ძალიან დეტალურ დონეზე. ეს ყველაფერი მოხდა წელიწადზე ცოტა მეტ პერიოდში, რაც არის ერთგვარი რეკორდი, რადგან ასეთი სახის გადაწყვეტილებები ასე მალე არ მიიღება ხოლმე. როგორც წესი, ვხედავთ, რომ ინვესტორებს მეტი დრო სჭირდებათ. მაგრამ ის მოცემულობა, რაც მათ ნახეს, და გარემო პირობები, რაც ადგილზე დახვდათ, მისცა ნდობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ სწრაფად, და ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისთვის სწრაფი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება უფრო მალე მოხდება და ეკონომიკური უკუგება უფრო მალე იქნება მიღწეული. ჩვენი მიზანიც იყო, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი არანაირი შეფერხებებისა და ბარიერების წინაშე არ დამდგარიყვნენ. ვფიქრობ, რომ ამას ორივე მხარემ კარგად მიაღწია“, - განაცხადა ზირაქიშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა

11.12.2025.14:35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.

ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა