რა ინვესტიციები განახორციელა EBRD-მა საქართველოში 2025 წელს - ბიზნესების ჩამონათვალი
Business Insider Georgia-მ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურ დირექტორთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა.
Crystal Microbank-სთვის გამოყოფილი იქნა 8.6 მილიონი ევრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაფართოებისა და GEFF-ის ფარგლებში მწვანე ფინანსირების მხარდასაჭერად, რაც აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას რეგიონებში და ხელს უწყობს კლიმატურად მდგრად ინვესტიციებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, TBC Bank-სა და Credo-სთან თანამშრომლობა გაგრძელდა ფინანსური ჩართულობის გაძლიერების მიზნით.
„ავტომობილების სექტორში, EBRD-მა 25 მილიონი ევრო გამოყო Tegeta Motors-ისთვის, თბილისის მახლობლად ახალი სერვისცენტრის განვითარების და Tegeta Academy-ის ამოქმედების მიზნით, რაც ხელს უწყობს პროფესიული განათლებისა და ციფრული უნარების განვითარებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
სამრეწველო და საწარმოო სექტორში, ბანკმა პარტნიორობა განახორციელა Indorama Ventures-თან, რომლის ფარგლებშიც 62 მილიონი ევრო გამოიყო Rustavi Azot-ის ოპერაციების მოდერნიზაციისთვის. პროექტი ორიენტირებულია ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, რესურსების ოპტიმიზაციასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვაზე, რაც აძლიერებს საქართველოს როლს მდგრად სამრეწველო მიწოდების ჯაჭვებში.
2025 წელს კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების 56%-ზე მეტი მწვანე მიმართულებით იყო მიმართული, რაც გულისხმობს კლიმატურად მდგრადი ტექნოლოგიების დაფინანსებას როგორც ბიზნესისთვის, ისე შინამეურნეობებისთვის.
აღნიშნული პროექტები ნათლად ასახავს EBRD-ის ერთგულებას კონკურენტუნარიანობის, მდგრადობისა და ინოვაციის მიმართ“, - აღნიშნა კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
ელექტროენერგიის სექტორში დღეს დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 31 დეკემბრის ჩათვლით - სემეკი
29.12.2025.17:05