მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

რა ღირს თბილისსა და აბუ დაბის შორის Etihad Airways-ის ავიაბილეთები

news image

2026 წლის მარტიდან, საქართველოს ავიაბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways შემოდის. უკვე ცნობილია, რომ აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია და მისი ფასი ერთი გზა (თბილისი აბუ დაბის მიმართულება) 250 ევროდან იწყება. საუბარია ეკონომ კლასის Basic ბილეთზე, რომლის ფასშიც 7 კგ-იანი ხელბარგი შედის. რაც შეეხება ბიზნეს კლასის ბილეთებს მისი ფასი 1490 ევროდანაა.  თუმცა ორმხრივი ბილეთის შეძენისას ფასები იკლებს და თბილისი-აბუ დაბის ავიაბილეთებს უკვე შესაბამისად 186 და 1241 ევროდან აჩვენებს. 


Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.

ამჟამად, აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.
ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის (მე-4 ადგილი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაცი „SKYTRAX“-ის 2025 წლის მონაცემებით), Etihad Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო ზრდას და საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების გაძლიერებას.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

18.07.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1568 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7118 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118  ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.1568 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა