მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

news image

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით არის შემცირებული. 

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,2%), ჯანმრთელობის დაცვა (8,1%), ალკოჰოლური სასმელები, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6,3%), თამბაქო (4,2%), განათლება (2,2%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,4%), ტრანსპორტი (0,3%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (8,0%). 

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-2,6%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1,0%), დასვენება, გართობა და კულტურა (-0,4%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-0,1%)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6922 ლარი გახდა

02.03.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1606 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6922 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6922 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0163 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1606 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა