რა გაძვირდა და რა გაიაფდა - ივნისის სტატისტიკა
წლიურ ჭრილში პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ლიმონის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად ჭარხალი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის ივნისში 2024 წლის ივნისთან შედარებით ლიმონი 101,48%-ით გაძვირდა, ხოლო ჭარხალი 15,98%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.07.2025.19:15
2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.