რა გაძვირდა და რა გაიაფდა - აგვისტოს სტატისტიკა
წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ლიმონის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის აგვისტოში 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით ლიმონი 99,11%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 33%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.8 პროცენტით განისაზღვრა.
სხვა სიახლეები
საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ ₾8 მილიარდ ლარს გადააჭარბა
10.12.2025.17:15
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია. 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 25,814 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 118 მლნ ლარი.
საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 8.0 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მლრდ ლარს მიაღწია.