მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

რა ასახვა ექნებოდა ისრაელ-ირანის კონფლიქტის გაგრძელებას საქართველოს ეკონომიკაზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება

news image

ისრაელ-ირანის კონფლიქტის გაგრძელება საქართველოზე აუცილებლად ნეგატიურ გავლენას იქონიებდა, - მიიჩნევს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე, რომელიც  რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. 

ლაშა ქავთარაძემ საქართველოზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენაზეც ისაუბრა და ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესაძლოა გაგრძელების ეფექტზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით საქართველოს ეკონომიკას 1%-ით შეამცირებდა. 

„გავიხსენოთ, რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთ უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ მიგრანტების დიდი ტალღა გვქონდა  და ამ მიგრანტებმა დიდი კაპიტალი შემოიტანეს ქვეყანაში. ეს იყო პოზიტიური ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ ნეგატიური იყო ის, რომ გლობალურად ამ ომმა გამოიწვია მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო  ბაზრებზე სურსათისა და ნავთობპოდუქტების ფასების ზრდა, ინფლაცია გაიზარდა გლობალურად და შემდეგ მოგვიწია ინფლაციის იმპორტირება. თუმცა ეს ნეგატიური იყო არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც მერე მოჰყვა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა და ფაქტობრივად ფულზე ხელმისაწვდომობა უფრო ძვირი გახდა. მაგრამ ის ფინანსური ნაკადი, რაც ამ მიგრაციას მოჰყვა გადაწონა ის უარყოფითი ეფექტი და მაინც ეკონომიკური ზრდა ჩვენთან მაღალი დაფიქსირდა. ბოლო, მეორე კონფლიქტი, რაც ამ წელს იყო  ისრაელ-ირანს შორის, ეს საკმაოდ ისეთი კონფლიქტი იყო, რომელიც აუცილებლად ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ჩვენზე მოკლევადიან პერიოდში“, - აცხადებს ქავთარაძე.

კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ლაშა ქავთარაძის აზრით, ისრაელიდან შესაძლოა ფულადი გზავნილები ისევ წამოსულიყო,  თუმცა ისრაელის ეკონომიკის შენელების შემთხვევაში, ეს ფულად გზავნილებზეც უარყოფითად აისახებოდა.

„ამას ექნებოდა უარყოფითი პირდაპირი ეფექტი, ასევე უარყოფითი არაპირდაპირი ეფექტი. არაპირდაპირი ეფექტი ისევ გლობალურად ნავთობის ფასების ზრდით მივიღებდით ჩვენ გაზრდილ ინფლაციას ქვეყანაში, ხოლო პირდაპირით - სავალუტო ნაკადები ორივე ქვეყნიდან, დიდი დამოკიდებულება ირანთან არ გვაქვს, მაგრამ ისრაელიდან ჩვენ დამოკიდებული ვართ, როგორც ფულად გზავნილებში, ისე ტურიზმის მიმართულებით,  რომელიც კიდევ არაპირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის შიგნით და ჩვენი შეფასება იყო, რომ თუ ეს კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის  წლის ბოლომდე გაგრძელდებოდა, ჩვენ წლის მეორე ნახევარში მივიღებდით უარყოფით ზეწოლას და დაახლოებით წლიურ ჭრილში ერთ პროცენტულ პუნქტამდე შეგვიმცირებდა ეკონომიკურ ზრდას. რომ არ მოგვარებულიყო ეს საკითხი ჩვენ პროგნოზს არ გავზრდიდით 6.8%-დან 7.5%-მდე“, - აღნიშნა ქავთარაძემ. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

17.07.2025.19:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელების კუთხით სამინისტრო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობენ. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ეკონომიკური კუთხით გატარებული რეფორმების თუ მსხვილი, საკვანძო პროექტების განხორციელების პროცესს. მათ შორის მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე მიმართულება გამოყო: ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობა; საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობა; შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა; სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების პროცესი და სხვა. 

„ჩვენ მსოფლიო ბანკთან წარმატებით, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ უკვე არაერთი წელია, რის შედეგადაც მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და არაერთ პროექტი განვახორციელეთ, ან ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. მათ შორის მინდა, გამოვყო  ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია (2023-2030) და მისი 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში მომზადდა და სატრანსპორტო სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კუთხით - იქნება ეს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები თუ ლოგისტიკური დერეფნის გაციფრულების პროცესში გაწეული დახმარება. დღეს ჩვენ თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების გარშემო ვიმსჯელეთ, დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების, ასევე მსხვილი, სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ - მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისა და შემდგომი განვითარების ხედვებს. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გურამ გურამიშვილმა და ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა