მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და არსებული გამოწვევები - რევაზ სოხაძის განმარტება

news image

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობასა და პროექტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთები ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება ზვავსაშიშროების გამო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის  ფარგლებში, ზაფხულში გაიხსნება გუდაურამდე მისასვლელი გზა, რაც წლის ნებისმიერ სეზონზე უზრუნველყოფს უსაფრთხო, შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებას, მათ შორის სტეფანწმინდა-თბილისის მიმართულებითაც.

მან ასევე აღნიშნა, რომ გზის საბოლოოდ გახსნამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს დაათასობით ადამიანია მობილიზებული იმისთვის, რომ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი გადაადგილების შეფერხება  მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეშეთი–კობის მონაკვეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტს ქვეყანაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგიონში ყველაზე დიდი - 9 კილომეტრიანი გვირაბის მოპირკეთების სამუშაოები, ასევე შენდება ყველაზე მაღალი -166 მეტრის უნიკალური ხიდი.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის გაძლიერებისთვის, არამედ ტურისტული მიმართულებითაც. მისი განხორციელება შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, უკეთ გაეცნოს ხადას ხეობის უნიკალურ ბუნებას და კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს“ -განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს გველეთი-ლარსის მონაკვეთის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი არშა-სტეფანწმინდის 8-კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე იგეგმება წიწამური-ჟინვალის მაგისტრალის მშენებლობის დაწყება. გარდა ამისა, დაგეგმილია ფასანაურის შემოვლითი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რაც მთლიანობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაგისტრალის ხარისხს და კომფორტს.

რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის შემოვლითი გზის პროექტზეც და აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადდა ტენდერი მეორე ლოტზე - წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე, ხოლო თებერვალში გამოცხადდება მესამე ლოტი. მინისტრის თქმით, წელს უკვე დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა.

„მეოთხე და მეხუთე ლოტებიც წელს გამოცხადდება და გვაქვს დიდი იმედი, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარების კუთხით, არამედ დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისა და განტვირთვისთვისაც“ -განაცხადა მინისტრმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს - რუსთავის მერი

15.03.2026.19:00

ქალაქის განვითარება ბოლო წლებში მაღალი დინამიკით მიმდინარეობს, - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, თუ 2020 წელს ბიუჯეტი 50 მილიონი ლარი იყო, დღეს უკვე 180 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტებისა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერების საშუალებით ფინანსდება.

„რუსთავი ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. ბიუჯეტიც შეგიძლიათ საჯაროდ ნახოთ - 2020 წელს თუ 50 მილიონი იყო, ახლა უკვე 180 მილიონზე ვართ ქალაქის ბიუჯეტით. თუმცა ამასთან ერთად ძალიან დიდი წილი დღეს პროექტების ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტრანსფერების სახით ფინანსდება - ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამ მასშტაბის პროექტები რუსთავში არ განხორციელებულა, რაც ძალიან დიდ პოზიტიურ განწყობას გვაძლევს. დინამიკა კარგი გვაქვს, მათ შორის საკუთარი შემოსავლების ზრდის ნაწილში და უკვე ცოტა უფრო თამამად შეგვიძლია დავგეგმოთ ისეთი პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. როდესაც დიდ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ილუზია შევიქმენით რომ მხოლოდ ეს არის გამოწვევა. გამოწვევა ბევრად მეტი გვაქვს. ჩვენ ლიფტების პროგრამა დავიწყეთ და ძალიან დიდ გამოწვევას შევეჭიდეთ. ქალაქის დაარსებიდან არცერთი ლიფტი არ იყო რეაბილიტირებული, ამ დროს 70 000 რუსთაველი ყოველდღე ლიფტით სარგებლობს და უსაფრთხოების ნაწილი დარღვეული იყო. სადარბაზოების რემონტი, სახურავები, გზების მოწესრიგება - ეს ყოფითი ყოველდღიური ამბები ვიცით, თუმცა ქალაქს სჭირდება უფრო მეტი. და მე ძალიან მიხარია, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა დღეს სწორედ იმისთვის, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირველი, ისტორიული გამოწვევები ბოლომდე დასაძლევია, ეს არის წყალი, წყალმომარაგება რაზეც ვისაუბრეთ. ეკოლოგია გასაუმჯობესებელია და აქ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. მსხვილი პროექტების განხორციელება ქალაქის იერსახეს შეცვლის, ახალ საინვესტიციო გარემოს შექმნის, ახალ სამუშაო ადგილებს მოიტანს და ძლიერი მუნიციპალური სისტემები. ერთ-ერთი მთავარი, რომ ქალაქი განვითარდეს, ეს განვითარება შეინარჩუნო და კიდევ დაამატო ახალი პროექტები და კიდევ უფრო მეტი სიძლიერე მისცე, დღეს ზუსტად გვაქვს დანახული რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი მუნიციპალური გუნდი, ძლიერი მუნიციპალური სისტემები, რომელიც მოვლა-პატრონობის, დასუფთავების, ურბანული განვითარების, გამწვანების, განათლების ხელშეწყობის ძალიან კარგ ხედვას ჩამოიყალიბებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მუნიციპალური ძლიერი და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისები შესთავაზონ მოსახლეობას“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე,

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა