მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ყველაზე ახლო და ლოგიკური ინვესტორები, ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის არიან აღმოსავლეთისა და არაბეთის ქვეყნები - ზურაბ პოლოლიკაშვილი

news image
ყველაზე ახლო და  ლოგიკური ინვესტორი ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის არიან აღმოსავლეთის, არაბეთის ქვეყნები, - ამის შესახებ მედიასთან გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
„დღეს გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, ჩვენ ქვეყანას ეწვია საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი, ბაჰრეინის მინისტრი. ასევე აზიური ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, მზარდი ბაზრები,რომლებმაც იციან ჩვენი ქვეყანა უკვე და არსებობს პირდაპირი ფრენები და კომპანიები, რომლებიც აქ უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ. ჩვენთვის უფრო ადვილია მათი დარწმუნება და პოტენციურადაც უფრო ადვილია, რომ საქართველოში მოხვდეს ინვესტიციები. როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ჩვენი ძირითადი პოტენციური ინვესტორები არიან  და ევროპული ქვეყნები, რომლებიც ათეული წელია ახორციელებენ ინვესტიციებს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.   
მისი თქმით, ინვესტირება არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც საჭიროებს შესწავლას. 
„სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის აღწერილი რატომ არის საინტერესო და მიმზიდველი საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის“,- აღნიშნა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - სექტემბრის სტატისტიკა

03.10.2025.11:22

 

წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი  გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში  2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ატამი - 184,54%
  • ლიმონი - 181,91%
  • ქლიავი - 179,06%
  • მსხალი - 161,12%
  • მწვანე ლობიო - 155,16%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • პომიდორი - 16,99%
  • ბრინჯი - 10,42%
  • ქიშმიში - 8,01%
  • ხახვი - 7,65%
  • სიმინდის ფქვილი - 4,66%

2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა