ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ნესვი იყიდა
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 34.40 ტონა ნესვი იყიდა, რაშიც 22.76 ათასი დოლარი გადაიხადა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ნესვის იმპორტი 60%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით ნესვის იმპორტმა 86.02 ტონა შეადგინა.
მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული ნესვის 65%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. 2025 წლის ოთხ თვეში ნესვის იმპორტი სულ სამი ბაზრიდან მოხდა.
თურქეთი - 22.35 ტონა;
ირანი - 6.74 ტონა;
ნიდერლანდები - 5.30 ტონა.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ნესვის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,200.87 ტონა ნესვი შეიძინა, რაშიც 281.12 ათასი დოლარი გადაიხადა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.12:45
ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის" ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ლარის კურსი დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 3,1-ზე მეტი, რაც ჩავარდა, რადგან ლარის კურსი დღეს არის სტაბილური, ეროვნული ბანკი ახერხებს რეზერვების სწრაფად შევსებას.
„ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი ეკონომიკური ზრდის კუთხით და 4 თვის განმავლობაში გვაქვს 8,8 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ამის შედეგია ის, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე. ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ 7,2 პროცენტზე მაღალიც გვექნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მაღალ ინფლაციას და ინფლაცია არის 3-პროცენტიანი ზღვრის მიმდებარედ. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ