მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ქვეყნები, სადაც საქართველომ საზამთრო იყიდა

news image

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 1,040.46 ტონა საზამთრო იყიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 29%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2024 წლის ოთხ თვეში ქვეყანამ 805.28 ტონა საზამთრო იყიდა. 2025 წლის ოთხ თვეში შეძენილი საზამთროს საერთო ღირებულება 324.42 ათასი დოლარია, 2024 წლის ოთხ თვეში შეძენილის კი 271.16 ათასი დოლარი.

მიმდინარე წელს საქართველოში საზამთროს იმპორტი სულ 3 ბაზრიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი ირანია. სწორედ ირანზე მოდის ქვეყანაში იმპორტირებული საზამთროს 99,7%-ი.

ქვეყნები, სადაც საქართველომ საზამთრო იყიდა:

  • ირანი - 1,036.89 ტონა;
  • ნიდერლანდები - 2.75 ტონა;
  • თურქეთი - 0.82 ტონა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საზამთროს იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2029 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 18,859.06 ტონა საზამთრო იყიდა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

05.06.2025.17:34

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.

„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს. 

ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა