მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

news image

საქართველოდან ოქროს ექსპორტირებული ოქროს მოცულობა 8%-იან კლებას აჩვენებს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 27,798.73 ათასი დოლარის ღირებულების 0.64 ტონა ოქრო გაყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი ექსპორტზე 0.69 ტონა ოქრო გავიდა.

2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტირებული დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს 92%-ი შვეიცარიაში გაიყიდა.

საგულისხმოა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ოქრო სულ 3 საექსპორტო ბაზარზე შევიდა

ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის:

  • შვეიცარია - 0.59 ტონა;
  • თურქეთი - 0.03 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.01 ტონა.

საქართველოდან ოქროს ექსპორტის რეკორდი 2010 წელს დამყარდა, როდესაც ქყენამ 7.19 ტონა ოქრო გაყიდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო ხდება რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი - დავით ნარმანია

29.04.2025.15:00

საქართველო ხდება რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, საქართველოს როლი რეგიონში დღითი-დღე იზრდება.

„როცა ადრე საქართველოზე საუბრობდნენ როგორც ჰაბზე ან დერეფანზე იგულისხმებოდა ტვირთები და გადაზიდვები. დღეს ეს ყველაფერი გახდა ამ ტრადიციული ტვირთების და საწყობების თემას და საქართველო ხდება ჩვენს რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი. ასევე ელექტროენერგიის მაწარმოებელიც და გამტარიც. როცა აშენდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველო იქნება საკვანძო ქვეყანა, რომლის როლი და გეოსტრატეგიული დანიშნულება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. იმიტომ, რომ საქართველოში, აზერბაიჯანში წარმოებული ჭარბი ენერგია თავს მოიყრის აქ და აქედან მოხდება შავი ზღვის კაბელის მეშვეობით მისი ევროპაში გატარება. ეს ძალიან კარგად ცის ევროპამ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს. საქართველოს როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ სიცოცხლისუნარიანია, ანუ ტექნიკურადაც შესაძლებელია და ფინანსურადაც და აქედან გამომდინარე შემდგომ ეტაპზეა გადასული აღნიშნული პროექტი. დეტალური კვლევები კეთდება შავი ზღვის ფსკერზე, რომლის შემდგომაც გადავა შემდგომ ფაზაში“, - აცხადებს დავით ნარმანია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა