მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

წლის პირველ ნახევარში საქართველომ 830.5 ათასი დოლარის ღირებულების ანანასის იმპორტი განახორციელა

news image

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 830.5 ათასი დოლარის ღირებულების 818.2 ტონა ანანასი იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 917.3 ტონა. შესაბამისად კლება 11%-ის დონეზეა. მიმდინარე წლის მაჩვენებლებით ქვეყანაში იმპორტირებული ანანასის დიდი ნაწილი თურქეთიდან შემოდის. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შემოსული ანანასის 90%-ი თურქეთზე მოდის. 

ქვეყნები, სადაც საქართველო ანანასს ყიდულობს:

  • თურქეთი - 738.7 ტონა - 688.1 ათასი დოლარი;
  • ნიდერლანდები - 79.3 ტონა -140.4 ათასი დოლარი;
  • გერმანია - 0.1 ტონა - 1.7 ათასი დოლარი;

2024 წლის სტატისტიკით საქართველოში 917.3 ტონა ანანასის იმპორტი განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ 854.8 ათასი დოლარი გადაიხადა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში მეზღვაურის პროფესიის პოპულარობას ხელი შეუწყო მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საზღვაო სექტორში - გურამ გურამიშვილი

29.07.2025.19:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე. შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა პრეზენტაციის დროს საზღვაო სასწავლებლის მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა.  
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მეზღვაურის პროფესია საქართველოში პოპულარულია და ბოლო წლებში მზარდი ინტერესია ახალგაზრდა თაობას შორის, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საზღვაო სექტორში. გურამ გურამიშვილის განმარტებით, დარგში საქმიანობენ ახალი კადრები, რომელთა მაღალ პროფესიონალიზმზეც დასაქმების სტატისტიკაც მეტყველებს - ქართველი მეზღვაურების პროფესიული სტანდარტები ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც რეგიონში, ასევე გამორჩეულია ევროპის მასშტაბითაც.  
სტუმრებმა დაათვალიერეს საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, საწვრთნელი აუზი და სამანქანე განყოფილების ლაბორატორიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.
პრეზენტაციის შემდეგ, მხარეებმა სამომავლოდ აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა