ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2 მილიარდი ლარი ჩაიდება - შალვა გოგოლაძე
საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის განმარტებით, ახალი, სპორტული, თანამედროვე ინფრასტრუქტურა ახალგაზრდა თაობას ახალისებს, რომ სპორტით დაკავდნენ. შალვა გოგოლაძის განცხადებით, ქვეყანაში უახლოეს ხუთ წელში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის გამარჯვებები, რაც გუშინ ვიხილეთ, და ის გამარჯვებები, რაც აქამდე გვქონდა - ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ახალგაზრდა თაობას ახალისებს იმისთვის, რომ ისინი დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მნიშვნელოვანია, რომ მათ დახვდეთ თანამედროვე, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, რისთვისაც, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერის ინიცირებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანამედროვე, ახალი სპორტული, მრავალფუნქციური კომპლექსები, რომელიც მისცემს ჩვენს ახალგაზრდა თაობას და არამარტო ახალგაზრდა თაობას, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სპორტისადმი ხელმისაწვდომობას,“ - აღნიშნა მინისტრმა Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად, რომელიც დაინტერესდა რა როლი აქვს ინფრასტრუქტურას სპორტის განვითარებაში და როგორც მოქმედებს ფულადი წახალისება მოტივაციაზე.
დღეს გაჟღერდა, რომ საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწესდება.
სპორტის მინისტრის თქმით, სპორტსმენების პრემირების პრაქტიკა საქართველოში წლებია მოქმედებს და ის დიდ როლს ასრულებს მოტივაციის ამაღლებაში.
„რაც შეეხება პრემიალურს - როგორც ეს პრემიალური მრავალი წელია მოქმედებს საქართველოში - თითოეული სპორტული წარმატება, სხვადასხვა სპორტის სახეობებში პრემირებით ჩვენი სპორტსმენები ხალისდებიან. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამატებითი სტიმული ჩვენი კალათბურთელებისთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად და უფრო მაგრად მოემზადონ ფინეთთან თამაშისთვის“, - აღნიშნა
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.09.2025.18:51
,,არცერთი ინვესტორი არ დააბანდებს ინვესტიციას არაპროგნოზირებად ქვეყანაში, “ჯორჯია მეტალის”გახსნის ფაქტორი იყო რწმენა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ხელისუფლება უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის ჯანსაღ გარემოს", - აცხადებს გიორგი ანთაძე “ჯორჯია მეტალის” წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ზესტაფონში „ჯორჯია მეტალის“ ქარხანა 5 სექტემბერს გაიხსნა. ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია. საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად იყოს კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა არის 400 ათასი ტონა არმატურა, რაც მას აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ინდუსტრიულ ობიექტად. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. შემდეგი ეტაპი ფოლად სადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც არის ბუნებრივია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის არამედ შექმნის მყარ საფუძველს პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას ნიშნავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება. დღეს აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი, ზესტაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება - ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს შექმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს: ავთანდილ გოცაძეს და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვს, მადლობა თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება ასევე სხვა მიმართულებითაც. მეორე კომპანიამ, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული ჯითიემ გრუპმა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მლნ ლარზე მეტი შეიტანა. თქვენი საქმიანობა არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ფინანსურ პარტნიორს, საქართველოს ბანკს, ბატონ არჩილ გაჩეჩილაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. რომელიც მხარში დაუდგა ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთ ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებულ თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლოს 4 წლის განმავლობაში ჩვენ გაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, წარმოების განვითარებას, და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.