ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოპარკის 12% Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილებზე მოდის
2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოში ოფიციალურად 227 635 ერთეული Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 12%-ია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი თბილისში იყო რეგისტრირებული.
Mercedes-Benz-ის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
სხვა სიახლეები
ვინ ააშენებს საქართველოში EBRD-ის $19.6 მილიონის დაფინანსებით მზის ელექტროსადგურს
15.09.2026.09:46
EBRD-ის საბჭომ საქართველოში $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფაზე ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის გადაწყვეტილება მიიღო. პროექტის შემდგომი ეტაპებია შეთანხმების ხელმოწერა, იმპლემენტაცია და დასრულება.
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს.
აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.