მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7027
-0.0076
flag
AZN 1.5878
-0.0012
flag
CNY 37.564
-0.0023
flag
EUR 3.1317
0.0133
flag
GBP 3.5944
0.0038
flag
KZT 50.23
0.0002
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.6993
-0.002

ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 12%-ი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილებზე მოდის

news image

ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 12%-ი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილებზე მოდის. საქსტატის ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა  1 814 316 ერთეულს შეადგენს, ხოლო უშუალოდ Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების რაოდენობა - 223 300 ერთეულს.

ქვეყანაში რეგისტრირებული Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების 39% კი უშუალოდ თბილისშია რეგისტრირებული.

Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების რაოდენობა ქვეყნის რეგიონებში:

ქ. თბილისი: 86 772

იმერეთი: 31 855

ქვემო ქართლი: 21 517

აჭარის არ: 19 603

კახეთი: 17 096

სამეგრელო-ზემო სვანეთი: 14 940

შიდა ქართლი: 12 655

სამცხე-ჯავახეთი: 7 577

მცხეთა-მთიანეთი: 5 314

გურია: 4 849

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 122.

ასევე აღსანიშნავია სტატისტიკა მოდელების მიხედვით:

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „ბი ვი ქონსალთინგის“ ახალი სერვისები და წარმატებული საქმეების 95% - როგორ პასუხობს იურიდიული კომპანია ბაზრის მოთხოვნებს

06.08.2025.22:00

იურიდიულმა კომპანია „ბი ვი ქონსალთინგმა“ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2021 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას. 2025 წელს კომპანიის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ შურღაია ესაუბრა.

როგორ აფასებს ბი ვი ქონსალთინგი მიმდინარე წლის 6 თვის მუშაობის შედეგებს, რომელ სერვისებზე იყო მეტი მოთხოვნა და თქვენი აზრით რატომ?

ბი ვი ქონსალთინგში მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები კვლავ ნარჩუნდება და მკვეთრად იზრდება მოთხოვნა შემდეგ სერვისებზე:

  • საგადასახადო სამართალი: განსაკუთრებით აქტუალური გახდა კომპანიებისთვის საგადასახადო რისკების მართვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა. ბოლო 6 თვის განმავლობაში ბი ვი ქონსალთინგმა არაერთ კომპანიას გაუწია საგადასახადო სამართლის მიმართულებით მომსახურება, მათ შორის, ვაწარმოებთ რამდენიმე სასამართლო დავას.
  • სახელმწიფო შესყიდვები: ტენდერებში აქტიური მონაწილეობის ზრდასთან ერთად, კომპანიები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ სერვისებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარებისთვის, როგორც  დოკუმენტაციის შედგენისათვის, ისე - სასამართლო დავის საწარმოებლად.
  • კონკურენციის სამართალი: ამ მიმართულებით მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ სამართლებრივი რისკების წინაშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, რომლებსაც ვუწევთ მომსახურებას როგორც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან წარმომადგენლობაში, ისე - სასამართლო პროცესებში. ეს ასახავს ბაზარზე სამართლებრივი რისკების ზრდასა და შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერის საჭიროებას.

რამდენად მზარდია „ბი ვი ქონსალთინგის“ სერვისის მიმღები სუბიექტების რაოდენობა და თქვენს მაგალითზე რა ტიპის ბიზნესები უფრო საჭიროებენ თქვენს ჩართულობას?

ბი ვი ქონსალთინგის სერვისის მიმღები სუბიექტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც კომპანიაში ხარისხზე ორიენტირებული და პრაქტიკაზე მორგებული მიდგომის შედეგია. ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე ხშირად იურიდიული მხარდაჭერა ესაჭიროებათ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება ფარმაცევტული, სადაზღვევო და სხვა სექტორებიდან, რომლებიც საქმიანობენ რეგულირებულ სფეროებში ან/და შეხება აქვთ კონკურენციის სამართალთან.

ბი ვი ქონსალთინგი ბაზრისთვის 6 სერვისის მიწოდებას ახდენს, გეგმავს თუ არა კომპანია სერვისების დამატებას და კონკრეტულად რა სერვისზეა საუბარი?

დიახ, კომპანია უკვე მუშაობს დამატებითი სერვისის დანერგვაზე, რომელიც უკავშირდება FIDIC სტანდარტების დანერგვას - სამშენებლო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური  იურიდიული მომსახურების გაწევას. ეს ნაბიჯი განპირობებულია სექტორში მზარდი მოთხოვნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაზე და კომპანიების საჭიროებით, მიიღონ სპეციალიზებული სამართლებრივი მხარდაჭერა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

დღეისათვის ბი ვი ქონსალთინგის პორტფელი რამდენ მოგებულ საქმეს აერთიანებს და რა მიგაჩნიათ ბაზარზე კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ბი ვი ქონსალთინგის მიერ წარმოებული საქმეების 95% წარმატებით დასრულდა, რაც ადასტურებს ჩვენი გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებასა და სტრატეგიულ ხედვას. ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მაღალი ხარისხის მომსახურება, განსაკუთრებით ისეთ სპეციფიკურ სექტორებში, სადაც სამართლებრივი და კომერციული ინტერესები იკვეთება. ბი ვი ქონსალთინგი განაგრძობს თავის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს ხარისხიანი და ადაპტირებული სერვისების მიწოდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა