ქვეყანაში ლიმონის იმპორტი გაზრდილია
ლიმონის იმპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1 129.8 ათასი დოლარის ღირებულების 2 006.8 ტონა ლიმონი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 564.4 ტონა. შესაბამისად საქართველოში ლიმონის იმპორტის 28%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში იმპორტირებული ლიმონის 84%-ი თურქეთზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლიმონს ყიდულობს:
რაოდენობრივად ყველაზე დიდი რაოდენობით ლიმონი ქვეყანამ 2021 წელს იყიდა. მაშინ ლიმონის იმპორტმა წლიურად 6 050.9 ტონა შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
შაბათობით კონკრეტულ პროდუქციაზე გვექნება ფასდაკლებები - რა სიახლეებს უმზადებს Ikokids მომხმარებელს
საქართველოს ბანკის, ვინდფორსის და ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების ინიციატივა საქართველოსთვის
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო
სხვა სიახლეები
14.08.2025.19:00
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 21 991.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 886.2 ტონა ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. გასული წლის 6 თვეში ქვეყანამ 2 225.6 ტონა ფისტას იმპორტი განახორციელა.
საქართველოში იმპორტირებული ფისტას 54%-ი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა.
TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს:
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფისტას იმპორტი მზარდია. 2024 წელს საქართველომ 4 245.7 ტონა ფისტა იყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 148%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია.