მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7108.3
-0.004
flag
AZN 1.585
-0.0002
flag
CNY 38.645
-0.0055
flag
EUR 3.1497
-0.0053
flag
GBP 3.6226
0.0091
flag
KZT 53.25
0.0004
flag
TRY 0.0622
0
flag
USD 2.6946
-0.0004

ქვეყანაში კვერცხის იმპორტი შემცირდა

news image

საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ 1 537.8 ტონა კვერცხი იყიდა, რაშიც 4 742.9 ათასი დოლარი გადაიხადა. კლება 31%-ის დონეზეა. 2024 წლის სტატისტიკით კი ქვეყანაში 2 214.5 ტონა კვერცხი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 6 582.5  ათასი დოლარი იყო.

საქართველოსთვის კვერცხის ნომერ პირველი მომწოდებელი თურქეთია.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კვერცხის იმპორტს ახდენს:

  • თურქეთი 1 393.6 ტონა - 4 234.8 ათასი დოლარი;
  • უზბეკეთი 65.9 ტონა - 425.8 ათასი დოლარი;
  • თურქმენეთი 63.6 ტონა - 46.8 ათასი დოლარი;
  • ბელარუსი 14.5 ტონა -26.6 ათასი დოლარი;
  • იტალია 0.1 ტონა - 5.6 ათასი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბაზარზე კვერცხის ფასმა მოიმატა, რასაც ანალიტიკოსების წარმოების შემცირებას უკავშირებენ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინვესტორების ფოკუსი რეგიონებზე გადადის - GNSS Consulting-ის ხედვა ჰოსპიტალითის ბაზარზე და Best Western Tbilisi City Center-ის ოპერირებაზე

23.01.2026.14:00

საოპერაციო ეფექტიანობის ზრდა, შემოსავლების მკვეთრი გაუმჯობესება და კორპორატიული სეგმენტის გაძლიერება - 2025 წელი სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ისთვის სტრატეგიული შედეგების მომტანი გახდა. როგორ აისახა ბაზრის დინამიკა სასტუმროს ფინანსურ მაჩვენებლებზე, რა შესაძლებლობებს ხედავს სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ის მმართველი კომპანია GNSS Consulting-ი 2026 წლისთვის და რატომ გადადის ინვესტორთა ფოკუსი რეგიონულ პროექტებზე, დეტალებზე Business Insider Georgia GNSS Consulting-ის მმართველ პარტნიორს გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით 2025 წელს Best Western Tbilisi City Center-ის მუშაობასა და ბიზნეს შედეგებს? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები ამ პერიოდში?

- 2025 წელი საოპერაციო თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური და, ვიტყოდი, სტრატეგიული ლავირების წელი იყო. ჩვენ მოგვიწია ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და სეგმენტებს შორის ბალანსის დაცვა, რამაც საბოლოო ჯამში წარმატებული შედეგი მოგვცა.

წელს 80%-იანი დატვირთულობის (Occupancy) ნიშნულით ვხურავთ, რაც გასულ წელთან შედარებით სოლიდური, 20%-იანი ზრდაა. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური მაჩვენებლები: RevPAR (შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე) დაახლოებით 30%-ით გავზარდეთ, რაც პირდაპირ მიუთითებს გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიანობაზე. ეს ციფრები მაძლევს საფუძველს, რომ 2025 წელი ცალსახად დადებითად და წარმატებულად შევაფასო.

- როგორ აისახა სტუმართა აქტივობა და მოთხოვნა 2025 წელს ოპერაციების ეფექტიანობაზე?

- როგორც აღვნიშნე, წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ საახალწლო პერიოდი პრაქტიკულად ნოემბერშივე სრულად გვქონდა გაყიდული.

რაც შეეხება სეზონურობას, თებერვალი ტრადიციულად შედარებით პასიურია, თუმცა წელს გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია — გააქტიურდა ე.წ. Last Minute (ბოლო წუთის) ჯავშნები. ეს დინამიკა გვაძლევს იმედს, რომ მიუხედავად „დაბალი სეზონისა“, პროცესი სტაბილურად წარიმართება და ჩავარდნები არ გვექნება.

რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს სასტუმრო 2026 წლისთვის, განსაკუთრებით ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით? რა აქტივობები გასწიეთ 2025 წელს იმისთვის, რომ 2026 წელი უკეთესი იყოს ვიდრე 2025 წელი იყო?

- 2025 წელს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა კორპორატიული სეგმენტის 70%-იანი ზრდა იყო. ეს შედეგი განაპირობა ჩვენმა მიდგომამ — მაქსიმალურად მოვერგოთ პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებს და შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები.

რაც შეეხება გამოწვევებს, MICE (ღონისძიებები და კონფერენციები) მიმართულებით კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ბაზარი უფრო დაძაბული გახადა. შესაბამისად, 2026 წლის სტრატეგიული მიზანი სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაა. ვგეგმავთ უფრო აგრესიულ და აქტიურ თანამშრომლობას კომპანიებთან, რათა საკონფერენციო დატვირთულობა დავაბრუნოთ და გავზარდოთ სასურველ ნიშნულამდე.

როგორ ხედავთ სასტუმროს პოზიციას ბაზარზე 2026 წლის ბოლოს და როგორ აპირებთ კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას?

- 2026 წლისთვის ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია ჩვენს სეგმენტში, არამედ გავხდეთ "Top of Mind" (პირველი არჩევანი) ჩვენი კორპორატიული პარტნიორებისთვის.

კონკურენტულ უპირატესობას შევინარჩუნებთ ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი ეს არის ხარისხის სტაბილურობა — Best Western-ის საერთაშორისო სტანდარტების განუხრელი დაცვა, რაც სტუმარს სანდოობის განცდას უჩენს. და მეორე, ადამიანური კაპიტალი — ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ნომრებს, ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს. სწორედ პერსონალიზებული სერვისი და გუნდის პროფესიონალიზმი იქნება ჩვენი მთავარი იარაღი მზარდი კონკურენციის პირობებში.

- რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი სტუმართმოყვარეობის, ოპერაციების და მარკეტინგის მიმართულებით მომდევნო წლისთვის?

- ჩვენი პრიორიტეტები 2026 წლისთვის სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება:

  • სტუმართმოყვარეობა: აქცენტი გაკეთდება „სტუმრის გამოცდილების“ (Guest Experience) გაუმჯობესებაზე. გვინდა, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა როგორც კლიენტმა, არამედ როგორც სასურველმა მასპინძელმა.
  • ოპერაციები: გავაგრძელებთ ხარჯების ოპტიმიზაციას და საოპერაციო პროცესების ეფექტიანობის ზრდას ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრირებით.
  • მარკეტინგი: როგორც აღვნიშნე, მთავარი ფოკუსი იქნება B2B და MICE სეგმენტის გააქტიურებაზე, ასევე ციფრული არხების უფრო ეფექტიან გამოყენებაზე პირდაპირი ჯავშნების (Direct Bookings) წილის გასაზრდელად.

- ასევე საინტერესოა, აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებებს GNSS Consulting- სხვა სასტუმროების მართვაზე და ამ დროისათვის GNSS Consulting-ის პორტფელი რამდენ ობიექტს აერთიანებს?

- GNSS Consulting-ი აქტიური განვითარების ფაზაშია. ამ ეტაპზე ჩვენი პორტფელი 8 სასტუმროს აერთიანებს. აქედან 4 პროექტი საკონსულტაციო მიმართულებით, 1 მენეჯმენტი და 3 პროექტი მიმდინარე მშენებლობის პროცესშია.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო მასშტაბური პროექტი — 110-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც Hilton-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნება. ვგეგმავთ, რომ ეს ობიექტი ოპერირებას 2027 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს, რაც ჩვენი კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს.

- როგორ აფასებთ ზოგადად უძრავი ქონების სექტორს ჰოსპიტალითის მიმართულებით, ინვესტორების მხრიდან როგორი მოთხოვნაა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს?

ინვესტორების მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია, თუმცა ბაზრის სტრუქტურა იცვლება. თბილისი სასტუმროების კუთხით უკვე გარკვეულწილად გაჯერებულია.

როდესაც ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენი სტრატეგიული რჩევაა ფოკუსირება რეგიონულ განვითარებაზე. საქართველოს რეგიონებში ტურისტული პოტენციალი და მოთხოვნა მზარდია, ხოლო მიწოდება ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. შესაბამისად, რეგიონული პროექტები ინვესტორებს ინვესტიციის უკუგების (ROI) ბევრად უფრო სწრაფ და მაღალ მაჩვენებელს სთავაზობს, ვიდრე დედაქალაქი დღეს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა