მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.5
-0.0026
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 37.761
0.0032
flag
EUR 3.1575
0.0083
flag
GBP 3.6411
0.0101
flag
KZT 50.35
0.0026
flag
TRY 0.0652
-0.0001
flag
USD 2.6925
-0.0005

ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს

news image

ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 218 214.1 ტონა ხორბალი იყიდა, რაშიც 56 067.2 ათასი დოლარის გადაიხადა. 2024 წლის 7 თვეში ხორბლის იმპორტი 134 293.3 ტონას შეადგენდა. საქართველოსი ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის 67%-ი. 

ქვეყნები, სადაც საქართველო ხორბალს ყიდულობს:

  • რუსეთი - 147 105.5 ტონა;
  • ყაზახეთი - 71 107.3 ტონა;
  • ავსტრია - 0.5 ტონა;
  • გერმანია - 0.5 ტონა;
  • იტალია - 0.2 ტონა;
  • აშშ - 0.1 ტონა;

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ 326 486.1 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2023 წელს ხორბლის იმპორტი 222 061.2 ტონის დონეზე იყო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ - ინგა ფხალაძე

09.09.2025.12:44

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ. ჩვენ, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, განვაგრძობთ პარტნიორობის გამყარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რათა შევძლოთ საიმედო ენერგეტიკული ცენტრის როლის კვლავ გაგრძელება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ორგანიზებით მიმდინარეობს. 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. „ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ქსელის საიმედოობის გამოწვევებთან გამკლავება რთულია რეგიონული თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გარეშე. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი რეგიონული ენერგოსისტემის განვითარება," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველია, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საყრდენიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მწვანე ენერგიას ეხება, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების მთავარი წყარო და ძირითადი შიდა ენერგეტიკული რესურსია. „ჩვენი პოლიტიკა მუდმივად იხვეწება მწვანე ენერგიაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ახალი პროექტების განვითარებასთან ერთად, ჩნდება ჩვენი ქსელების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გამოწვევა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების პარალელურად, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის შემდეგ, ფორუმის მონაწილეებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მიესალმა.

ფორუმში მონაწილეობენ დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები, (Energinet, TEIAS, Azerenerji, Electro Power Systems Operator, Moldelectrica Transelectrica) კანადური ენერგეტიკული კომპანიების - „PSCAD" და „RTDS Technologies" და დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს CIGRE-ს ექსპერტები. ასევე Schweitzer Engineering Laboratories (SEL), ბათუმის საზღვაო აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა