ქვეყანაში არსებული სამაცივრე მეურნეობების 63.6% თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი - საქსტატი
2024 წელს საქართველოში 387 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (59.7 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: ქ. თბილისში (11.1 პროცენტი), კახეთში (9.8 პროცენტი), ქვემო ქართლში (5.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (5.2 პროცენტი), იმერეთში (3.4 პროცენტი), აჭარის არ-ში (3.1 პროცენტი), გურიაში (1.0 პროცენტი), მცხეთამთიანეთში (0.8 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთში (0.5 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0.3 პოცენტი) რეგიონში.
2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 509 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 289 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 964 კაცით განისაზღვრა.
2024 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 340.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.3 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.8 პროცენტი – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.8 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 12.7 პროცენტი – თევზეული, 7.8 პროცენტი – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 5.6 პროცენტი ეკავა.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2024 წლის განმავლობაში შესყიდულია 72.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ 27.1 მლნ. ლარი შეადგინა. 2024 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 544.0 მლნ. ლარის ღირებულების (96.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (48.3 პროცენტი) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების.
ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 46.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.2 პროცენტი), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (31.8 პროცენტი) და თევზეული (10.3 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 3.3 პროცენტი (ღირებულების მხრივ), რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (59.2 პროცენტი) და ხილ-ბოსტნეული (29.9 პროცენტი) წარმოადგენდა.
სამაცივრე მეურნეობების 63.6 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 32.8 პროცენტი – ნაწილობრივ, ხოლო 3.6 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.0 პროცენტი. აქედან, 51.3 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 45.4 პროცენტს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 3.3 პროცენტს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.06.2025.17:07
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას, რაც, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც. მინისტრის მოადგილის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 12 პროცენტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
„2025 წლის პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, სადაც საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - დაახლოებით 12 პროცენტით არის საშუალო თვიური ანაზღაურება გაზრდილი და 2170 ლარს აჭარბებს" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
მისივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ თვიური ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის სექტორში და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია იმ მაღალი ეკონომიკური აქტივობით, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ მომდევნო პერიოდშიც და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, დავრჩეთ იმ ტრაექტორიაზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის კუთხით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფიქსირდება. ყოველივე ზემოთაღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს შრომის ანაზღაურება" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.