ქუთაისის ტექნოჰაბის პროექტი საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარი მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება.
„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი არის საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადი, რომ ვყალიბდებით მთავარ მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიურ ჰაბში ამოქმედდება ტექნოლოგიური მუზეუმი, ასევე ტექნოლოგიური სკოლა ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ასევე საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი.
„საერთო ჯამში, ყოველივე საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო სერვისების, სტარტაპების და ინოვატორების გაძლიერების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ბოლო ეტაპზეა შენობის სახურავზე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია განათების ინსტალაციის მოწყობა, ასევე დასრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ინტერაქტიული ექსპონატების მოწოდება. მათი მონტაჟი მუზეუმის სივრცის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ იგეგმება.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მიზნად ისახავს ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეგიონში მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარდა ფინანსური ინსტრუმენტებისა იქნება პროექტების განვითარების მანდატის მფლობელიც - ირაკლი ნადარეიშვილი
20.04.2026.18:36
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარდა ფინანსური ინსტრუმენტებისა იქნება პროექტების განვითარების მანდატის მფლობელიც - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
,,ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ისტორია სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სახით, რომელთანაც დაკავშირებულია 15 000-მდე ძალიან წარმატებული მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტი, რომელთანაც დაკავშირებული არის 90 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, შექმნილი ამ პროგრამების და ამ სახელმწიფოს ბიზნესში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს არის დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის კონკრეტული დარგები, რომლებიც გაიზარდნენ მნიშვნელოვნად ამ ეკოსისტემაში. მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამშენებლო მასალების სექტორზე და ასე შემდეგ. რეალურად შეიქმნა ეკოსისტემა ამ 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ალბათ ბოლო 5-6 წელი იყო ძალიან აქტიური როგორც სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობის, ასევე პროგრამების მრავალფეროვნების და მათი დიზაინის განვითარების თვალსაზრისით. რეალურად შეიქმნა ეკოსისტემა სადაც მიკრომეწარმე რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს სამეწარმეო საქმიანობის და პირობითად 10, 15, 20 000 ლარის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა აქვს შექმნილი კონკრეტული პროგრამით რომელიც 0%-იანი განაკვეთით უზრუნველყოფს...
დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში 1500-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ამ პროგრამით და მათი უმეტესობა სარგებლობს 0%-იანი განაკვეთით, ეს არის ის პროგრამა რომელიც მოქმედებს. დაწყებული მიკრო მეწარმეობიდან დამთავრებული კორპორატიული ბონდების გამოშვებით. მთელი ეს გზა რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია დამეთანხმებით. კაპიტალის ბაზრის განვითარება ცალკე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სტრატეგიაა საქართველოს მთავრობის , ეკონომიკის სამინისტროსი, ეროვნული ბანკის და საკმაოდ აქტიური ჩართულობა არის მულტი უწყებრივი. კაპიტალის ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება. თქვენ იცით, მათ შორის ბონდების ბაზარი, დაახლოებით კორპორაციული ბონდების დღეს აქტიური ბაზარი სამ მილიარდ ლარს აღემატება და ის პროგრამა რომელიც „აწარმოე საქართველომ“ დაიწყო ერთ-ერთი მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა დაახლოებით 900 მილიონი ლარის ბონდები არის გამოშვებული ამ პროგრამის დახმარებით ანუ დაახლოებით მესამედი. მთელი ეს გზა, შემდგარ ბიზნესამდე როდესაც კომპანია ფიქრობს ბონდების გამოშვებას ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, ეს არის ის გზა სადაც სახელმწიფო ცდილობს რომ ყოველ ეტაპზე იქ სადაც საჭირო არის გარკვეული ხელშეწყობა, ეს იქნება ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის იყოს მონაწილე. ეს არის სწორედ ის ფორმულა რაზეც იყო და არის დაფუძნებული „აწარმოე საქართველო“. ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და პროგნოზი რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება განხორციელება, შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, ყველა ის მიმართულება ენერგეტიკიდან დაწყებული ისევ კაპიტალის ბაზრის განვითარებით დამთავრებული ,ამას ჭირდება კიდევ უფრო მეტი მიზნობრივი ჩართულობა სახელმწიფოში იქ სადაც ბიზნესი მაგალითად არ დგამს პირველ ნაბიჯებს. ესეთი მაგალითები არის ბევრი და სახელმწიფომ გარკვეული რისკი მათ შორის უნდა აიღოს თავის თავზე. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ძალიან ბუნებრივად ამ წარმატებული ინსტიტუტის განვითარება შემდგომ ეტაპზე, უკვე ინსტიტუციური მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პროგრამები მუდმივად იზრდებოდა, ემატებოდა, იცვლებოდა და ასე შემდეგ. ინსტიტუციური განვითარება ნიშნავდა უკვე სხვა ფორმით ამ ორგანიზაციის შექმნას, სადაც მისი მანდატი უფრო გაფართოვდება. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მიმართულებაზე როდესაც მსხვილ, სტრატეგიულ პროექტებში სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა არის აპრიორი განსაზღვრული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ ენერგეტიკული პროექტები, სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ყველა როგორც ინსტრუმენტების, ასევე კომპეტენციის და ცოდნის აკუმულირება მოხდება ერთ ინსტიტუტში. არამხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, არამედ პროექტების განვითარება მათში წილობრივი მონაწილეობა და სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენა, ისევე როგორც მაგალითად „იგლ ჰილსში“, სადაც სახელმწიფო არის პარტნიორი ისევე როგორც ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში, სადაც სახელმწიფოს ექნება თავისი როლი კერძო ინვესტორებთან ერთად. ისევე როგორც ენერგეტიკულ მსხვილ პროექტებში სადაც სახელმწიფოს გარკვეული როლი არა მხოლოდ მარეგულირებლის, არამედ ერთგვარი პარტნიორის როლი რა თქმა უნდა არსებობს მოდელები", - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.