მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

ქუთაისის აეროპორტი ფაქტობრივად ახალ განვითარების ეტაპზეა გადასული და გვინდა, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ, არ შევანელოთ - ლევან მოსეშვილი

news image

ქუთაისის აეროპორტი განაგრძობს უპრეცედენტო ზრდას, როგორც მგზავრთნაკადით, ასევე ფრენების მიმართულებით, რამაც გამოიწვია მოთხოვნა, რომ აეროპორტი გაფართოებულიყო, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

„ეს არის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაფართოება, რაც აქტიურ ფაზაშია. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ წელს უკვე შევძლებთ განახლებულ ინფრასტრუქტურაში პირველი ავიამიმოსვლისა და პირველი საჰაერო ხომალდის მიღებას. ასევე ვმუშაობთ სამგზავრო ტერმინალის გაფართოებაზე და მგზავრებისთვის დამატებითი ახალი სერვისების დანერგვაზე, მეტი კომფორტის შექმნაზე. ქუთაისის აეროპორტი ფაქტობრივად ახალ განვითარების ეტაპზეა გადასული და გვინდა, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ, არ შევანელოთ. ჩვენს მგზავრებს, ჩვენს მოქალაქეებსა და საქართველოს სტუმრებს შევთავაზოთ უფრო მეტი კომფორტი, მეტი სერვისი, მეტი მოქნილობა, რაც მომხიბვლელია ავიაკომპანიებისთვისაც. ეს რიტმი, რაც გვაქვს დაჭერილი, არავითარ შემთხვევაში არ დავწიოთ ქვემოთ“, - აღნიშნა მოსეშვილმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 11%-ით არის გაზრდილი

19.11.2025.19:00

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მზარდია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 3 152 400.0
 ათასი დოლარის ღირებულების 192 451 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა. ეს იმ ფონზე, როცა 2024 წლის 10 თვის სტატისტიკით მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 173 012 ერთეულს შეადგენდა. წლიურ ჭრილი ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 11%-ით არის გაზრდილი. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განახორციელა:

აშშ - 151 722 ცალი;
იაპონია - 16 205 ცალი;
გერმანია - 6 350 ცალი;
ჩინეთი - 5 179 ცალი;
კანადა - 2 659 ცალი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა