ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ზრდა და ღირსეული დასაქმება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
„მეზღვაურის განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემა ერთიან სტანდარტში მოექცა. მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20,000 მეზღვაურია რეგისტრირებული, მათი ღირსეული დასაქმება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა, წლებია, მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს მეზღვაურთა განათლების სისტემაში, შედეგად, საქართველოში გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები აღიარებულია მსოფლიოს 75 ქვეყნის მიერ. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ზრდა და ღირსეული დასაქმება სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტია.
„ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი დღის წესრიგის კიდევ ერთი პრიორიტეტია. საქართველოს 75 სახელმწიფოსთან, მათ შორის, ევროკავშირის 20 ქვეყანასთან აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რათა ქართველი მეზღვაურების ღირსეული დასაქმება მოხდეს. აღსანიშნავია, რომ მეზღვაურების კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში წლიდან წლამდე იზრდება. მინიმალური გათვლებით, საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით 200 მლნ დოლარის შემოსავალზე," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია (გემთწამყვანი და გემთმექანიკოსი) და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი. ცვლილება დაახლოებით 800 ქართველ მეზღვაურს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ პოზიცია კაპიტანის და უფროსი მექანიკოსის დონემდე, რაც ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის ყოველწლიურად 55 მლნ დოლარის შემოსავალს უტოლდება.
სხვა სიახლეები
ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალისამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენისაზრუნავი | მარიამ ქვრივიშვილი
14.03.2026.17:23
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოსმშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულებისშემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს დაერთ ხელოვნურ კუნძულს, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, - ამისშესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლურიკაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. პირველი ცათამბჯენისინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.
„დღეს გვაქვს პატივი, საფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმისხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება. ტრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, თუ რა მოაქვს200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისრეგიონისთვის. შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი, ასევე უნიკალურიარქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, ყოველივე ეს ჩვენმასაზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან კომპანია, თავის მხრივ, ხშირადსაუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზე, ისევე როგორც სიკეთეებზე", - აღნიშნამარიამ ქვრივიშვილმა.
„ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებს, მსგავსი პროექტებისგანვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. სწორედ ესაა თანამშრომლობისფორმულა, რომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როცა ყველამოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელია. სწორედ ეს არის ჩვენიხელისუფლების ხედვა. ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალისამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, - ეს არის ჩვენისაზრუნავი, რომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარიგანმსაზღვრელი: ზრუნვა ჩვენს ხალხზე, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვაჩვენს ხვალინდელ დღეზე ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე, რომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, ასევე იგეგმება პირველისაერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების,სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტებისმშენებლობა.