ქართული მინერალური წყალი ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე გაყიდვების მხრივ საკმაოდ წარმატებულია - ელჩი
ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს ხდის, რომ ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფებით შევიდეს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი. ელჩმა ინტერვიუში ის სექტორებიც დაასახელა, სადაც საქართველოსა და ჩინეთს თანამშრომლობის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს.
„ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთშევსებადობის გათვალისწინებით, ჩინეთი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის შედარებით დიდი პოტენციალი შემდეგ სფეროებშია:
პირველი, სუფთა ენერგია და მწვანე განვითარება. საქართველო ხასიათდება მთიანი რელიეფითა და მდინარეების სიმრავლით, ერთეულ ფართობზე ჰიდროენერგეტიკული რესურსებით ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, იგი ასევე მდიდარია ქარისა და მზის ენერგორესურსებით, თუმცა ელექტროენერგიის ფასი შედარებით მაღალია. ჩინეთის სუფთა ენერგიის ინდუსტრია გლობალური ლიდერია, იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰიდროელექტროსადგურების, ფოტოელექტრული და ქარის ენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრით, სრულყოფილი სამრეწველო ჯაჭვითა და ხარჯების უპირატესობით. „ორმაგი ნახშირბადის“ მიზნის ფარგლებში, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალი ენერგია, ენერგიის რეზერვი და ელექტროქსელის გაძლიერება.
მეორე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა და საკვების გადამუშავება. ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს ხდის, რომ ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფებით შევიდეს. ღვინის ინდუსტრია საქართველოს საყრდენი ინდუსტრიაა, ჩინეთი კი უკვე მისი სიდიდით მეოთხე საექსპორტო ბაზარია. ქართული მინერალური წყალი ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე გაყიდვების მხრივ საკმაოდ წარმატებულია. გარდა ამისა, 2025 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პროტოკოლს ჩინეთში ექსპორტირებული ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის შემოწმებისა და კარანტინის შესახებ, რაც მალე შესაძლებელს გახდის ჩინეთში ექსპორტს. საქართველოს უხვი სასოფლო-სამეურნეო რესურსი აქვს, ჩინეთს კი - მსოფლიოში წამყვანი დარგვისა და კულტივირების ტექნოლოგიები. ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ მემცენარეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის სფეროებში ურთიერთგაცვლა და ღირებულებათა ჯაჭვის მხრივ თანამშრომლობის გაღრმავება.
მესამე, ინფრასტრუქტურის განახლება და ლოგისტიკური თანამშრომლობა. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, იგი აქტიურად მონაწილეობს „შუა დერეფნის“ მშენებლობაში და ხელს უწყობს მის თავსებადობას „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან, ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებს, როგორიცაა მაგისტრალები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები. ჩინურმა კომპანიებმა წარმოაჩინეს საკუთარი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ტექნოლოგიების, დანახარჯებისა და ეფექტურობის მხრივ აშკარა უპირატესობებით. მათ წარმატებული გამოცდილება აქვთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში, E60 ავტომაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გზის გაუმჯობესებაში. საქართველოს მიერ საკუთარი თავის ევრაზიის ლოგისტიკურ ცენტრად დამკვიდრებასთან ერთად, ინფრასტრუქტურული კავშირი გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება, რაც ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის უფრო ფართო სივრცეს ქმნის.
მეოთხე, ციფრული ეკონომიკა და ხელოვნური ინტელექტი. საქართველო ისწრაფვის, გახდეს „ევრაზიის ციფრული ცენტრი“. ჩინეთის ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მისი ტექნოლოგიები და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჭკვიანი ქალაქები, 5G და ხელოვნური ინტელექტი, ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ორი ქვეყნის შესაბამისმა ორგანოებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის შესაბამის სფეროებში თანამშრომლობისთვის ინსტიტუციურ გარანტიებს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩინეთმა გამოთქვა ინიციატივა გაეროს ფარგლებში საერთაშორისო მეგობრობის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც კონცენტრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებაზე და მიესალმება საქართველოს, უახლოეს მომავალში შეუერთდეს მას“, - აღნიშნა ელჩმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
2025 წლის IV კვარტალში 8 336 მართვის მოწმობა გაიცა
18.02.2026.11:00
2025 წელს შესაბამისი უწყების მიერ 29 684 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, რომლის 28%-იც გასული წლის მეოთხე კვარტალზე მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში 8 336 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, მესამე კვარტალში 7 939 ერთეული მართვის მოწმობა, მეორე კვარტალში - 7 261 ერთეული მართვის მოწმობა, ხოლო პირველ კვარტალში 6 148 ერთეული.
მეოთხეზე კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების მფლობელთა ასაკი 16 წლიდან იწყება და 68 წელს აღწევს. უფრო კონკრეტულად იმ პირთა შორის, ვინც მეოთხე კვარტალში მართვის მოწმობები მიიღო 3 პირი 68 წლისაა.
კატეგორია "C"
კატეგორია "D"
კატეგორია "BE"
კატეგორია "CE"
კატეგორია "DE"
ქვეკატეგორია "A2"
მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს;
"A2" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია "B1"
ქვეკატეგორია "C1"
ქვეკატეგორია "D1"
ქვეკატეგორია "C1E"
ქვეკატეგორია "D1E"