მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7047.6
0.0058
flag
AZN 1.586
0.0021
flag
CNY 37.741
0.0048
flag
EUR 3.1397
0.0061
flag
GBP 3.6136
0.0059
flag
KZT 49.95
0.0006
flag
TRY 0.0655
0.0001
flag
USD 2.6971
0.0036

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თხილის ექსპორტით 55 929.8 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო

news image

მიმდინარე წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა.  საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 7 457.7 ტონა თხილი გაიტანა, საიდანაც 55 929.8 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2024 წლის 7 თვეში თხილის ექსპორტი 5 309.0 ტონას შეადგენდა.  შესაბამისად, თხილის ექსპორტი 40%-იან ზრდას აჩვენებს. 

ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ესპანეთია. ზოგადად, ქართული ხარისხიანი თხილი ევროპის ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია.

TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო თხილს ყიდის: 

ესპანეთი - 1 128.2 ტონა;

იტალია - 1 026.1 ტონა;

საფრანგეთი - 540.3 ტონა;

გერმანია - 382.9 ტონა;

თურქეთი - 361.5 ტონა;

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ პურ-პროდუქტების წარმოების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაიცა 29 მილიონი ლარის ღირებულების 8 სესხი

03.09.2025.18:52

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ნატახტარში მდებარე გაყინული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსი“ დაათვალიერა. 

დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აგრარული დარგის განვითარებაში. შედეგად, გაზრდილია წარმოება. ქართული პროდუქცია საკუთარ ადგილს იმკვიდრებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 

შპს „ფუდ ალიანსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიური განახლებისთვის არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმოს, რომელიც 80-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, 135 დასაქმებული ჰყავს. 

პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით, ჰორეკა სექტორსა და სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხდება. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, დანადგარებით და სამაცივრე მოწყობილობებით არის აღჭურვილი; დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - FSSC 22000. 

აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ პურ-პროდუქტების წარმოების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაიცა 29 მილიონი ლარის ღირებულების 8 სესხი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 5.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა